მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოველწლიურ ექსპერტთა შეხვედრაში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.12.2023. 21 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის ს.ვ. ვერშინინის თავმჯდომარეობით გაიმართა ყოველწლიური საექსპერტო შეხვედრა იმ საჯარო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გაეროს და ეუთოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პლატფორმების ღონისძიებებში.
ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დიპლომატები, უფლებადამცველები, რელიგიური მოღვაწეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივანი, დეკანოზი სერგი ზვონარევი.
ს.ვ. ვერშინინმა დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო სფეროში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ უამბო. ღონისძიების მონაწილეებმა გასული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის პლატფორმებზე საექსპერტო საქმიანობის გამოცდილება გაუზიარეს. ეკლესიის წარმომადგენელმა თავისი სიტყვა მიუძღვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის ძალისხმევას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების დასაცავად და აღნიშნა უკრაინაში რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების პოლიტიზირების პრობლემა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
03.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024