
მოსკოვის საპატრიარქო
მართლმადიდებელი დედებისთვის კენიაში ოთხდღიანი სემინარი გაიმართა



სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 13.12.2023. 2023 წლის 7-10 დეკემბერს ნანდიში, კენიის საკეთილმოწესოში, მართლმადიდებელ დედათა საბჭოს წევრებისთვის სემინარი გაიმართა. ღონისძიება სოფელ ჩეფსონოის ანდრია მოციქულის სამრევლოსთან ახლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კედლებში გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა მართლმადიდებელი მისიონერი ა.ვ. ლიულკა, რომელიც კენიაში ჩავიდა აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს საქმიანობის ფარგლებში. მომხსენებლებს შორის იყვნენ აგრეთვე კეთილმოწესე მღვდელი ტიტუს კიპნჯენი, მღვდელი იასონ კაიელელი, მღვდელი ისააკ მაიო, მღვდელი კირიაკ კიპჩუმბა, მონაზონი მატრონა (ჯეფჩირჩირი).
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მთელი რიგი თემები, კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, პიროვნების ცნება და დოგმატური სწავლება წმიდა სამების შესახებ, სინანულისა და ევქარისტიის საიდუმლოებები, საღვთისმსახურო სამოსის ფერების სიმბოლიკები, ადმინისტრაციული საქმიანობა, მეათედები, ქალის როლი ეკლესიაში. იმსჯელეს სხვადასხვა სამწყემსო საკითხზე.
როგორც აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსის ვებგვერდი იუწყება, ღონისძიებას დაესწრნენ ქალები საკეთილმოწესოს ათი სამრევლოდან.
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025