
მოსკოვის საპატრიარქო
თურქეთში თანამემამულეების მიერ რუსეთის ეკლესიის დახმარებით ორგანიზებული საბავშვო ბანაკი ჯილდოს ნომინანტი გახდა



სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 09.12.2023. 9 დეკემბერს მოსკოვში ეროვნული პრემიის – „პატრიოტი 2023“ – გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ამ ჯილდოს მიზანი, რომელიც საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივ ინიციატივას წარმოადგენს, არის საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა და მოქალაქეებისა და ორგანიზაციების დამსახურების აღიარება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამოქალაქო და პატრიოტულ განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
„თანამემამულეების საუკეთესო პროექტის“ ნომინანტი გახდა ბავშვთა ბანაკი „პილიგრიმი“, რომელიც არის იზმირში მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თემისა და ა.ი. სოლნეჟინიცინის სახელობის რუსული ენისა და კულტურის შემსწავლელი ასოციაციის ერთობლივი პროექტი.
დაჯილდოების ცერემონიის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის მიმართვა გააჟღერა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ ს.ვ. კირიენკომ.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ მღვდელი გეორგი სერგეევი, რომელიც არის პასუხისმგებელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს სულიერ ზრუნვაზე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ბავშვთა ბანაკ „პილიგრიმის“ ხელმძღვანელი; რუსული ენისა და კულტურის შემსწავლელი ასოციაციის თავმჯდომარე იზმირში ანდრია პონომარიოვი.
2021 წელს ა.ი. სოლჟენიცინის სახ. რუსული ენისა და კულტურის შემსწავლელმა ასოციაციამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და თურქეთის რესპუბლიკაში Россотрудничество-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით მოაწყო ბავშვთა ბანაკი „პილიგრიმი“.
ბანაკის ორგანიზატორებმა ამოცანად დაისახეს რუსული ენისა და კულტურის შესწავლა, მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლების დაუფლება, ზოგადი ფიზიკური მომზადება, სპორტული ორიენტირება, მინი-ლაშქრობებში მონაწილეობა. ბანაკში მოწყობილია თეატრალური სახელოსნო, სადაც ბავშვები ეცნობიან ორატორული ხელოვნებისა და სამსახიობო ოსტატობის საფუძვლებს.
გასული სამი წლის განმავლობაში პროექტში 200-ზე მეტმა ბიჭუნამ და გოგონამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არა მხოლოდ თანამემამულეების, არამედ თურქული ოჯახების ბავშვებიც არიან.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
13.03.2025
07.01.2025
26.12.2024