მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები"
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 16.11.2023. 16 ნოემბერს წმ. ანდრია რუბლიოვის სახ. ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიხსნა მე-11 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. კონფერენცია ეძღვნება წმ. ანდრია რუბლიოვის სახ. მუზეუმის ორგანიზატორისა და პირველი დირექტორის დ.ი. არსენიშვილის (1905-1963) გარდაცვალებიდან 60 წლისთავს.
კონფერენციის დაწყების წინ ქ. მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის საკათედრო ტაძარში ჩატარდა დავით არსენიშვილის სულის საოხი პანაშვიდი.
კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს შორის არიან ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საეკლესიო ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი დეკანოზი ალექსანდრე სალტიკოვი, ქართული სამრევლოს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე კრეჩეტოვი, მუზეუმის თანამშრომლები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
კონფერენციის დაწყებამდე წარმოდგენილ იქნა დ.ი. არსენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „დაუვიწყარნი".
დამსწრე საზოგადოების წინაშე იგალობა ქართული სამრევლოს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახ. ტაძრის მგალობელთა გუნდმა.
შემდეგ მონაწილეებს მიესალმა მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში გ.ვ. პოპოვი.
კონფერენციაზე პირველი მომხსენებელი იყო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. მან წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „მთავარანგელოზ მიქაელის სასწაული ხონეში. ისტორია და ახალი აღმოჩენები“.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანული ხელოვნების შესწავლის საკითხებთან დაკავშირებულ მოხსენებებს.
კონფერენციის მუშაობაში ზოგიერთი მომხსენებელი ონლაინ-ტრანსლიაციით ერთვება.
კონფერენციის მუშაობა 17 ნოემბერს დასრულდება.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024