მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ისა და აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის მხარდაჭერით, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა-დოქტორანტურაში შეიქმნება ახალი პროგრამა სირიოლოგიაში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.11.2023. 30 ოქტომბერს, წმინდანთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში კათოლიკოს-პატრიარქ მარ ავა III-ის ვიზიტის ფარგლებში შედგა საუბარი აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წინამძღვარსა და სსკგ-ისა და ზსად-ს ერთობლივი კურსის – „ძველი აღმოსავლური ეკლესიები“ – პედაგოგ ს.გ. ალფეროვს შორის. კათოლიკოსი მარ ავა მიესალმა ამ კურსის სწავლებას და აღნიშნა, რომ მოსკოვისა და ლენინგრადის სასულიერო აკადემიებში მისი დაარსების ინიციატორი ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში იყო მარადმოსახსენებელი მიტროპოლიტი ნიკოდიმი (როტოვი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მოძღვარი.
უწმინდესმა კათოლიკოსმა ასევე მოიწონა კურსის ფარგლებში სპეციალური სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის შედგენის იდეა, რომელიც მიეძღვნება სირიულ-ქრისტიანული ტრადიციის მემკვიდრეობის შესწავლას, და მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ერთობლივი თემატური ღონისძიებების ორგანიზებას, მათ შორის ერაყში.
პროგრამის გახსნა 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იგეგმება.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024