მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის…

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.10.2023. 2023 წლის 25 ოქტომბერს კრემლის ეკატერინეს დარბაზში გაიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრა რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეხვედრაში ასევე წარმომადგენდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი და ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა.

შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ: რუსეთის მუსლიმთა ცენტრალური სულიერი სამმართველოს თავმჯდომარე, უმაღლესი მუფთი ტალგატ ტაჯუდინი; რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს თავმჯდომარე, რუსეთის მუფთების საბჭოს თავმჯდომარე მუფთი რავილ გაინუტდინი; ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარე, მუფთი ისმაილ ბერდიევი; რუსეთის ბუდისტური ტრადიციული სანგას მეთაური პანდიტო ხამბო-ლამა დამბა აიუშევი; რუსეთის მთავარი რაბინი ბერელ ლაზარი; რუსეთის ებრაული თემების ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბოროდა; რუსეთში ებრაული რელიგიური ორგანიზაციებისა და ასოციაციების კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი ივან სუსაიკოვი; სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რუსეთისა და ახალი ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ეზრას ნერსისიანი; რუსეთის ძველმესტილე მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი კორნელიუსი; რუსეთის ევანგელური სარწმუნოების ქრისტიანთა (ორმოცდაათიანელთა) გაერთიანების მმართველი ეპისკოპოსი სერგეი რიახოვსკი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს რუსეთის შეიარაღებული ძალების, სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების და, საერთოდ, ყველა იმ პირის მხარდაჭერისთვის, ვინც „რუსეთის სასარგებლოდ იბრძვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში“.

ვ.ვ. პუტინმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ასევე ახლო აღმოსავლეთსა და წმინდა მიწაზე მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებზე, რომელსაც „საკრალური მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის, ებრაელებისთვის – მსოფლიოს უმსხვილესი ტრადიციული რელიგიების მიმდევრებისთვის“.

სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრის მონაწილეებს საზოგადოებრივი ერთიანობის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ერთად ახორციელებენ სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებს, – მე კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე, – დახმარებას უწევენ სპეცოპერაციის მონაწილეებს, მათ ახლობლებს. ჩვენი ტრადიციული რელიგიების წვლილი დიდია ოჯახური ფასეულობების განმტკიცებაშიც, ასევე, ახალგაზრდების პატრიოტულ აღზრდაში და, რა თქმა უნდა, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ჰარმონიულ განვითარებაში, რომელიც ეფუძნება თანხმობასა და ურთიერთგაგებას სხვადასხვა ეთნოსის, ტრადიციისა და რელიგიის ადამიანებს შორის“, – განაცხადა ვ.ვ. პუტინმა. 

შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს და ყველა იქ შეკრებილს სიტყვით მიმართა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

სიტყვით გამოვიდნენ შეხვედრის სხვა მონაწილენიც.

გამოსვლების მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მკვეთრი გამწვავება იყო.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვებგვერდის ფოტო

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب