მთავარი გვერდი ახალი ამბები
ანტიოქიის საპატრიარქოს სინოდი: უკრაინის მართლმადიდებელი…

ანტიოქიის საპატრიარქოს სინოდი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ხელისუფლების მხრიდან სარწმუნოების გამო იდევნებიან

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.10.2023. ანტიოქიის საპატრიარქოში ლოცულობენ კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესთვის, აღმსარებლობის გზით მავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისთვის, რომლის შვილებსაც რწმენის გამო დევნის ადგილობრივი ხელისუფლება. ამის შესახებ ნათქვამია ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც 2023 წლის 16-21 ოქტომბერს გაიმართა ბალამანდში (ლიბანი) დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის, იოანე X-ის თავმჯდომარეობით.

სინოდის წევრებმა განიხილეს მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ასევე მოუწოდეს ყველა ეკლესიას გაერთიანებისა და შერიგებისკენ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მართლმადიდებლობა სცილდება ეროვნულ განსხვავებებს და მოწოდებულია გამოაცხადოს ღვთის დიდება მის შემოქმედებაში.

სხდომის დასაწყისში წმინდა სინოდმა მოუწოდა, არ შეწყვიტონ ლოცვები ალეპოს ქრისტიანული თემების ლიდერებისთვის, რომლებიც 2013 წლის აპრილში გაიტაცეს – ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, ალეპოსა და ალექსანდრეტის მიტროპოლიტი პავლე და ალეპოს მიტროპოლიტი მარ გრიგოლ იოანე (აღმოსავლეთის სირიის ეკლესია) – და ხმამაღლა შეხსენება გავაგრძელოთ მომხდარის შესახებ. იერარქებმა ასევე დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციების დუმილი ამ თემაზე, რომელიც ათ წელზე მეტი ხანია გრძელდება და მოითხოვეს გატაცებული იერარქების ბედის გარკვევა, რომელთა მაგალითიც ავლენს აღმოსავლეთის ტანჯული ხალხების განუწყვეტელ ტანჯვას.

სინოდის მამებმა აღნიშნეს, რომ ახლა აღმოსავლეთის მიწებზე „სასიკვდილო სიძულვილის ატმოსფერო სუფევს“ და ხაზი გაუსვეს, რომ „მიუხედავად შემაძრწუნებელი უბედურებებისა, მიუხედავად ყველა იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთილებისა, აუცილებელია გავიხსენოთ, რომ ღმერთმა ეს მიწა ადამიანებს მიანდო, რათა ამა სოფლის ოაზისად გადაექციათ, და არა ჯოჯოხეთის ადგილად“.

პალესტინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, სინოდმა ხაზგასმით აღნიშნა: „ანტიოქიის ეკლესია გმობს პალესტინელი ხალხის და, კერძოდ, ღაზას სექტორის წინააღმდეგ დღეს დაწესებულ ბლოკადას და გადაჭრით გმობს პირდაპირ მთელი მსოფლიოს თვალწინ იქ ჩადენილ გენოციდს. ძალადობა, რომელიც ხდება, არის საერთაშორისო ნორმებისა და რეზოლუციების დარღვევის შედეგი, რომლებიც შექმნილია სამართლიანობის ხელშეწყობისთვის“. წმინდა სინოდმა ანტიოქიის სამრევლოებს მოუწოდა, მომავალი კვირა მიუძღვნან ლოცვებს სამართლიანობისა და მშვიდობისთვის და შეაგროვონ დახმარება დაზარალებულთა დასახმარებლად.

იმის გამო, რომ არსებული ვითარება მოითხოვს გაძლიერებულ ლოცვას და თანამშრომლობას, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, აღედგინა საეკლესიო ზიარება იერუსალიმის საპატრიარქოსთან და შეექმნა კომისია იერუსალიმის ეკლესიის ძმებთან ურთიერთობისთვის ყატარის იურისდიქციის შესახებ საეკლესიო დავის გადაჭრის გზების მოძიების მიზნით. სინოდმა ასევე გადაწყვიტა ამანში საეკლესიო დელეგაციის გაგზავნა „ანტიოქიის ეკლესიის მორწმუნეების სიყვარულის გამოხატვის მიზნით იერუსალიმის საპატრიარქოს მორწმუნეებისადმი და მათ მხარდასაჭერად ამ რთულ და საბედისწერო ჟამს“.

ანტიოქიის ეკლესიის სინოდის წევრებმა ლოცვები აღავლინეს სირიის სტაბილურობისა და მის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების შესაწყვეტად. ისინი მოწოდებით გამოვიდნენ, რომ მოიხსნას სასტიკი ეკონომიკური ბლოკადა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბლოკადა სირიელებს ემიგრაციისკენ უბიძგებს და ქმნის იძულებითი გადაადგილების ტალღას, რომელიც გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებზე და განსაკუთრებით ლიბანზე.

ასევე აღავლინეს ლოცვები ლიბანში სტაბილურობისა და სამართლიანობის აღსადგენად და 2020 წლის ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა სულების საოხად.

„მამები ლოცულობენ ერაყისთვის და რეგიონის ყველა ხალხისთვის, –ნათქვამია განცხადებაში. – ისინი მოუწოდებენ, უპირატესობა მიანიჭონ რეგიონში დიალოგის სულისკვეთებას, და არა სამხედრო დაპირისპირების ენას, რომლის მსხვერპლიც ხდება ამ ქვეყნის მოსახლეობა.

სინოდის წევრებმა გაიმეორეს მოწოდება, შეწყდეს ომები და კონფლიქტები მთელს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინაში. „მამები ევედრებიან იესო ქრისტეს, მშვიდობის უფალს და ყოველგვარი ნუგეშის ღმერთს, თავისი წყალობით აღმოფხვრას ომის ძალა და ბოროტების ველურობა, განკურნოს ტანჯულთა და მწუხარეთა იარები წუთისოფელში, რომელსაც სწყურია და ნატრობს მის ტკბილ მშვიდობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორი ანტიოქიელი მღვდელმოწამის განდიდების შესახებ, ესენია: მღვდელი ნიკოლოზ ჰაში, მოწამეობრივად აღსრულებული მერსინში 1917 წელს და მისი ვაჟი მღვდელი ჰაბიბ ჰაში, მოწამეობრივად აღსრულებული ჯაბალ ალ-შეიხში 1948 წელს. მათი ხსენების დღედ დადგენილ იქნა 16 ივლისი, მღვდელმოწამე ჰაბიბის აღსრულების დღე. ჩრდილოეთ ამერიკის ანტიოქიის სამთავარეპისკოპოსოს თხოვნით, სინოდის წევრებმა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში შეიტანეს ბრუკლინის ეპისკოპოსის წმინდა მღვდელთმთავარ რაფაელის (ჰავავინის) ხსენების დღე. სინოდმა ასევე აკურთხა ანტიოქიის წმინდანთა კრების ხსენების დღის აღნიშვნა სულთმოფენობის დღესასწაულიდან მეორე კვირიაკეს.

ოჯახური ღირებულებების თემასთან დაკავშირებით აღინიშნა პრობლემები, რომლებსაც ეჯახებიან ოჯახები ანტიოქიის საპატრიარქოს სამწყემსო პასუხისმგებლობის მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ეს ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხებათ. მწყემსთმთავრებმა მოუწოდეს ყველა მორწმუნეს, დაიცვან სარწმუნოება და ეთიკური პრინციპები. ასევე სოციალური ღირებულებები. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს იცავს ოჯახის ინსტიტუტს სხვადასხვა მანიპულაციისა და დამახინჯებისგან, მათ შორის, რაც სკოლის სასწავლო პროგრამებითა და სხვა საშუალებებით ვრცელდება „თავისუფლებისა და ტოლერანტობის სახელით“.

განხილულ საკითხებს შორის სხვა თემებიც იყო ანტიოქიის ეკლესიის ცხოვრებიდან – როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ. შეივსო რამდენიმე ვაკანტური საეპისკოპოსო კათედრა, აირჩიეს საპატრიარქოს ახალი ქორეპისკოპოსები და სინოდის მდივანი.

გაზიარება:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب