მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 19.09.2023. 2023 წლის 19 სექტემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა.
გულის ტკივილით მივიღე ცნობა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებისა და კვლავ გაჩაღებული დაპირისპირების შედეგად პირველადი მსხვერპლის შესახებ.
ათწლეულების მანძილზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ღონეს ხმარობს ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე მშვიდობის აღსადგენად, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერ ლიდერებთან ერთად ხელს უწყობს რელიგიურ თემებსა და ორი მეზობელი სახელმწიფოს ხალხებს შორის დიალოგს.
ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ და, უპირველესად, ეს არის კონფლიქტის რელიგიურ სიბრტყეზე გადასვლის თავიდან აცილება.
ახალი გამოცდის ამ დღეებში, ღმერთს შევთხოვ, რაც შეიძლება მალე დაუთმოს სამხედრო მოქმედებებმა ადგილი მოლაპარაკებებს და მთიანი ყარაბაღის მიწაზე მშვიდობა დამყარდეს, სადაც ყველა მცხოვრებს, განუსხვავებლად ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა, შეეძლება უსაფრთხოდ იცხოვროს და კანონის საფუძველზე თავისუფლად იაღმსარებლოს თავისი წინაპრების სარწმუნოება.
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024