მოსკოვის საპატრიარქო
კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.08.2023. კოპტური ეკლესიის უწმინდესმა პატრიარქმა ტავადროს II- მ წერილი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს, სადაც „ღრმა მწუხარება გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის დევნის გამო, რომელსაც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი“.
„ჩვენ პროტესტი გავუგზავნეთ უკრაინის საელჩოს კაიროში, რადგან სასულიერო პირები არ უნდა გახდნენ პოლიტიკური კონფლიქტების მსხვერპლნი“, – აღნიშნულია, კერძოდ, კოპტური ეკლესიის წინამძღვრის წერილში.
მანამდე, 2023 წლის აპრილში, უწმინდესი პატრიარქი ტავადროსი განცხადებით გამოვიდა კიევ-პეჩერის მიძინების ლავრას დასაცავად.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024