მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა უნგრეთის…

ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის გათავისუფლებას


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.09.2023. 9 აგვისტოს ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა წერილი გაუგზავნა უნგრეთის პრემიერ მინისტრს ვიქტორ ორბანს, რომელშიც მან მისი ყურადღება მიაპყრო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქის, ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის ხვედრს, რომელსაც უკრაინის სასამართლომ გაყალბებული ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წერილში, რომელიც უნგრეთის ეპარქიის ვებგვერდმა გამოაქვეყნა, ნათქვამია:

ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო!

მოგმართავთ თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურს, რომელიც ბევრს აკეთებს არა მხოლოდ უნგრეთში ქრისტიანული სულიერი და მორალური ფასეულობების შესანარჩუნებლად და გასამრავლებლად, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დევნილ ქრისტიანთა დასახმარებლადაც.

7 აგვისტოს ვინიცის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის (ელეცკიხი) წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება „ქმედებები, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ შეცვლაზე ან დამხობაზე და სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე“, ასევე „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“. მიტროპოლიტი იონათანი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იერარქია. გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე ის იყო კიევ-პეჩერსკის ლავრის გამგებელი, საკუთარი წვლილი შეიტანა ამ სიწმინდის აღორძინებაში, საიდანაც ახლა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აძევებენ ბერებს. შემდეგ იგი თანმიმდევრულად ხელმძღვანელობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიას, 2014 წლის აგვისტოდან კი ტულჩინისა და ბრაცლავის ეპარქიას.

მეუფე იონათანი არის გამოჩენილი საეკლესიო კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებებს მრავალი წამყვანი გუნდი ასრულებს.

გთხოვთ, ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს ვინიცის საქალაქო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას და მივაღწიოთ მსხვილი იერარქის გათავისუფლებას – თუ სხვა მიზეზებით არა, ჰუმანიტარული ხასიათის მიზეზით მაინც. მეუფე 74 წლისაა, მას მძიმე ფორმის შაქრის დიაბეტი აქვს და მისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სხვა არაფერია, თუ არა სასიკვდილო განაჩენი.

დაე, უფალმა ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ და ღვთისმოყვარე უნგრეთის ქვეყანა!

+ ილარიონი,

ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა

26.07.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب