მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამძიმარი გამოუცხადა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.08.2023. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამძიმრის წერილი გაუგზავნა შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
გზავნილში ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
მწუხარებით შევიტყვე შოვში მეწყერის საშინელი შედეგების შესახებ. ღრმა და წრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
მხურვალე ლოცვებს აღვუვლენ ყოვლადმოწყალე უფალს მიცვალებულთა სულების განსასვენებლად ადგილსა ნათელსა, ადგილსა მწუანვილოანსა, ადგილსა განსასუენებელთასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა.
მამამ მოწყალებისა და ღმერთმა ყოველგვარი ნუგეშისა (2 კორ. 1:3), დაე განამტკიცოს ჩვენი ძმებისა და დების გულები, რომლებმაც ამ დღეებში მათთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვის სიმწარე განიცადეს და რომლებიც იტანჯებიან საკუთარი ნათესავებისა და ახლობლების ბედის შესახებ გაურკვევლობაში ყოფნით; დაე მალე აღადგინოს უფალმა ავადმყოფობის სარეცელიდან ყველა დაშავებული.
ქრისტეში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების
განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024