მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.08.2023. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ანგელოზის დღეს მიულოცა.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს.
ღვთაებრივი თა წინასწარმეტყველი ელია, ეკლესიების დაუღამებელი ლამპარი, ძველთაგანვე იდიდებოდა ქრისტიანების მიერ, რომლებსაც ყოველ დროში ჰყავდათ იგი უფლისადმი ურყევი ერთგულების მაგალითად.
ჰბაძავთ რა თქვენი ზეციური მფარველის სათნოებებს და ძლიერდებით მისი მოუკლებელი ლოცვითი წინამძღოლობით, მრავალი წლის განმავლობაში თქვენ აღასრულებთ საწინამძღვრო მსახურებას ივერიაში და მუდმივად ავლენთ არქისამწყემსო სიბრძნეს, მართლმადიდებლური რწმენის მოშურნეობას და სამწყსოს გულწრფელ სიყვარულს, რომელიც ხედავს რა სამწყსოსათვის მიცემულ მაგალითს (1 პეტ. 5:3) პატივს გცემთ თქვენ, როგორც სულიერ მამას.
წმინდა წინასწარმეტყველ ელიას მფარველობით, დაე ყოვლისშემძლე ღმერთმა გარდამოგივლინოთ თქვენ ხორციელი სიჯანსაღე და სულიერი სიმშვიდე, კეთილდღეობა და თავისი უხვი შემწეობა შემდგომ საპატრიარქო შრომებში.
ქრისტეში ძმური სიყვარულით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024