მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური, 02.08.2023. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა.
მილოცვაში ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს.
იმ დღიდან, რაც თქვენ მონაზვნად აღიკვეცეთ ღვთის წმინდა წინასწარმეტყველ ელიას სახელით, ლოცვითი წინამძღოლობა ამ დიდი ღვთისათნო მოღვაწისა გფარავთ თქვენ ქრისტეს წმინდა ეკლესიისადმი მსახურების გრძელ გზაზე.
ელია წინასწარმეტყველი, რომელიც გიზგიზებდა ვითრცა ცეცხლი და მისი სიტყვა ლამპარივით ენთო (ზირ. 48:1),
ყოველთვის იყო და რჩება თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობისთვის ღვთის მიმართ მოშურნეობის მაგალითად საწინამძღვრო მსახურების მრავალშრომით საქმიანობაში, რომლის მიზანიცაა საეკლესიო ცხოვრების აღორძინება და კეთილმოწყობა, თქვენი ღვთისმოყვარე სამწყსოს შეგონება და ტრადიციული ზნეობრივი ფასეულობების დაცვა.
ეკლესიის ერთგული შვილებისთვის ახლობელი და ძვირფასია თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ხასიათის თვისებები, რომლებიც იმ წინასწარმეტყველის ხატებას ესაბამება, რომლის ხსენებასაც ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ, ესენია: ურყევი სიმტკიცე წმინდა მამებისეულ სარწმუნოებაში, იერარქიული სიბრძნე და თავგანწირული ზრუნვა თქვენდამი რწმუნებული სიტყვიერი სამწყსოს გადარჩენისთვის.
თქვენი თანამოსახელის დღეს, გისურვებთ, რომ უფალმა აღავსოს თქვენი გული სულიერი სიხარულითა და თავისი მშვიდობით, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა (ფილიპ. 4:7), გააძლიეროს თქვენი ხორციელი ძალები, მოგმადლოთ საპატრიარქო მოღვაწეობაში შემწეობა და ლოცვაში კადნიერება საქართველოში მართლმადიდებლობის ხვედრისთვის.
მოკრძალებული სიყვარულით უფალში,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების
განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024