მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთ-აფრიკის ფორუმის ფარგლებში აფრიკის საპატრიარქოს საეგზარქოსო სესია გაიმართა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.07.2023. 28 ივლისს, რუსეთ-აფრიკის ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორუმის ფარგლებში, სანკტ-პეტერბურგში გაიმართა აფრიკის საპატრიარქოს საეგზარქოსოს პანელური სესია „აფრიკის სახელმწიფოების განვითარების რელიგიური კომპონენტის განვითარება დინამიურად ცვალებად სამყაროში".
მის მუშაობაში მონაწილეობდნენ: რუსეთის მუსლიმთა სულიერი კრების მუფთი ა.რ. კრგანოვი; რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში ა.ლ. ავეტისიანი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივანი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობის საკითხებში მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი); მედიაჰოლდინგის – „ზვეზდა“ ანალიტიკური რადიო-პროგრამების დირექციის ხელმძღვანელი, ტელარხ „სპას“-ის წამყვანი, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრი ა.ბ. შაფრანა; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საერთაშორისო განყოფილების გამგე დეკანოზი დიმიტრი სიზონენკო; ტანზანიაში აფრიკის საპატრიარქოს საეგზარქოსოს კლირიკოსი არქიმანდრიტი ზაქარია (მულინგვა).
სესიის მოდერატორმა, აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსმა, კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდემ გახსნა მრგვალი მაგიდა მოხსენებით „აფრიკის სახელმწიფოების განვითარების რელიგიური კომპონენტი დინამიურად ცვალებად სამყაროში“, ნათქვამია მიტროპოლიტ ლეონიდეს ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024