მთავარი გვერდი ახალი ამბები
ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის …

ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სერგის სამების ლავრაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.07.2023. 2023 წლის 18 ივლისს, რადონეჟელი იღუმენის ღირსი სერგის პატიოსანი ნეშტის მოპოვების (1422 წ.) დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის ლავრის საკათედრო ტაძრის მოედანზე.

საზეიმო ღვთისმსახურება შესრულდა ღირსი სერგი რადონეჟელის განდიდებული ხატის წინაშე. სადღესასწაულო ღამისთევისა და საღმრთო ლიტურგიის შესასრულებლად საკათედრო ტაძრის მოედანზე აშენდა ფიცარნაგი, ხოლო ლავრის მიძინების საკათედრო ტაძრის წინ – ტრაპეზი საფარველის ქვეშ.

ლიტურგიაზე უწმინდესობას თანამსახურებდნენ: მიტროპოლიტი იუბენალი (პოიარკოვი); ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი ქალაქ მოსკოვში; სერგიევ პოსადისა და დიმიტროვსკის ეპისკოპოსი თომა, ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე; ზვენიგოროდის ეპისკოპოსი კირილე, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა კრებული.

ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ეპისკოპოსები და მღვდლები: ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან; მორავიჩის ეპისკოპოსი ანტონი, სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან; არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვის საპატრიარქო ტახტთან; დეკანოზი დანიელ ანდრეიუკი, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ამერიკაში; არქიმანდრიტი ისაია (ლუკიჩი), სერბეთის რესპუბლიკაში ნეტარი მატრონას მონასტრის წინამძღვარი.

უწმინდეს მეუფეს თანამსახურებდნენ, აგრეთვე: არქიმანდრიტი მაკარი (ვერეტენიკოვი), ეკლესიის ისტორიის დოქტორი, ლავრის მკვიდრი; პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი ქალაქ მოსკოვში; არქიმანდრიტი იერემია (სოლოვიევი), ლავრის მკვიდრი; დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი; არქიმანდრიტი იონა (სვეტნიკი), როვენის ეპარქიის კლირიკოსი; დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე; არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი), უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი; არქიმანდრიტი პავლე (კრივონოგოვი), სავინო-სტოროჟევის სტავროპიგიული მამათა მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე; იღუმენი ილარიონი (გოიუკი), ლავრის მკვიდრი; მღვდელმონაზონი ნიკანდრო (პილიშინი), მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; მღვდელი ვასილი ლოსევი, მოსკოვის მიტროპოლიის იურიდიული სამსახურის უფროსი; წმინდა სერგის სამების ლავრისა და სავანის მეტოქიონების სასულიერო ხარისხის მქონე ბინადრები; ქალაქ მოსკოვის სასულიერო პირები.

წირვას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ა.იუ. კუზნეცოვა; რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რლდპ-ის ფრაქციის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს სახელმწიფო სათათბიროში, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლ.ე. სლუცკი; მოსკოვის საოლქო სათათბიროს თავმჯდომარე ი.იუ. ბრინცალოვი; უფროსი ვიცე პრეზიდენტი, ПАО «ГМК "Норильский никель"»-ის ფინანსური დირექტორი ს.გ. მალიშევი; მოსკოვის რეგიონის სერგიევ პოსადის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელი დ.ა. აკულოვი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხატვრული წარმოების საწარმოს „სოფრინოს“ გენერალური დირექტორი ა.ვ. პოტიომკინი.

წირვაზე ლოცულობდნენ მონასტრებისა და ბერმონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, ზაჩატიევსკის სტავროპიგიული დედათა მონასტრის იღუმენია იულინა (კალედა), სტავროპიგიული მონასტრების იღუმენიები, მონაზვნები და დღესასწაულზე ლავრაში ჩასული უამრავი მომლოცველი.

ლიტურგიული საგალობლები შეასრულა წმინდა სერგის სამების ლავრისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის გაერთიანებულმა გუნდმა მღვდელმონაზონ ნესტორის (ვოლკოვი) ხელმძღვანელობით.

ტელეარხებზე «Союз», «Спас», ასევე, მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე атриархия.ru წარმოებდა საპატრიარქო ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია. წმინდა სერგის სამების მონასტერში მისული მრავალი მომლოცველისთვის მაუწყებლობა გადაიცემოდა დიდ ეკრანებზე, რომლებიც დამონტაჟდა ლავრის საკათედრო ტაძრისა და კრასნოგორსკის მოედნებზე.

ზიარების წინ ქადაგება წაოთქვა ლავრის მკვიდრმა იღუმენმა ფილიპემ (ელშინი).

ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ, წმიდა სინოდის წევრებმა და დღესასწაულზე ლავრაში მისულმა იერარქებმა რუსეთის მიწის იღუმენს პარაკლისი აღუვლინეს.

ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე, სერგიევ პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსი თომა მიესალმა უწმინდეს მეუფეს და ღირსი სერგის ხატი უსახსოვრა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მორწმუნეებს პირველიერარქიული სიტყვით მიმართა.

შემდეგ უწმინდესი პატრიარქი კირილე მონასტრის სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართა, სადაც თაყვანი სცა ღირსი სერგის პატიოსან ნეშტს. უწმინდესმა მეუფემ თაყვანი სცა, ასევე, ნიკონის ეკვდერსა და სერაპიონის პალატაში განთავსებულ სიწმინდეებს.

უწმინდესი მეუფე მოკლედ გაესაუბრა ამ დღეებში სერგიევ პოსადში მიმდინარე საერთაშორისო ყრილობის, „მართლმადიდებელი ახალგაზრდობის თანამეგობრობის“, მონაწილეებს.

ლავრის საპატრიარქო პალატების სატახტო დარბაზში უწმინდესმა პატრიარქმა საეკლესიო ჯილდოები გადასცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრებს, რომლებმაც ამ დღეებში თავიანთი სამახსოვრო თარიღები აღნიშნეს.

ტრადიციულად, სადღესასწაულო სამღვდელთმთავრო მსახურებები ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს აღესრულა სერგის წმინდა სამების ლავრის ტაძრებში და მოსკოვის სასულიერო სკოლებში.

სერგის ტრაპეზის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტმა პავლემ, მოსკოვის მიტროპოლიის საპატრიარქო ადგილმონაცვლემ; პოკროვის აკადემიურ ტაძარში – მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტმა ბენიამინმა, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსმა; ღირსი იოანე კიბისაღმწერელის ტაძარში – ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ; ჩერნიგოვის სკიტში – ტომსკის და ასინოვის მიტროპოლიტმა როსტისლავმა.

 

გაზიარება:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب