მოსკოვის საპატრიარქო
უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრებს კიევ-პეჩერის ლავრის დაპყრობის ახალ მცდელობებთან დაკავშირებით მიმართა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წერილები გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, სადაც მოახსენა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კიევ-პეჩერის ლავრის ჩამორთმევის ახალი მცდელობები და უკრაინაში კანონიკური ეკლესიის მორწმუნეების დევნის სხვა ფაქტები, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური.
„ამ წლის 11 მარტის ჩემს წერილზე დამატების სახით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კიევ-პეჩერის ლავრის ჩამორთმევის საფრთხესთან დაკავშირებით, ძმურად გადმოგცემთ საინფორმაციო ცნობას ლავრისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მსხვილი მონასტრების ჩამორთმევის ახალი მცდელობების შესახებ, ასევე მის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული კანონების შესახებ, უკრაინის სპეცსამსახურების, ძალოვანი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე, ტაძრების მიტაცების, კანონიკური ეკლესიის მორწმუნეების მიმართ აგრესიისა და ძალადობის შემთხვევებზე და ყოველივე ამაზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების რეაქციაზე“, – წერს უწმინდესი პატრიარქი კირილე.
უწმინდესმა მეუფემ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრებს სთხოვა, აღავლინონ საგანგებო ლოცვები ტანჯული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და „უკრაინის მართლმადიდებელი ხალხისთვის ამ მძიმე პერიოდში მსოფლიო მხარდაჭერის იმედი გამოთქვა“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024