მთავარი გვერდი ახალი ამბები
გამოვიდა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ ახალი ნომერი…

გამოვიდა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ ახალი ნომერი


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.07.2023. გამოვიდა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის „ეკლესია და დრო“ მორიგი (102-ე) ნომერი, რომელსაც ერთობლივად გამოსცემენ ერთის მხრივ ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა, და მეორეს მხრივ – საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება.

პირველი საღვთისმეტყველო თავი კარი იხსნება არქიმანდრიტ დამიანეს (ცვეტკოვიჩი) სტატიით „ქრისტიანული ერთობა, როგორც წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზის (ველიმიროვიჩი) ინიციატივა“. მასში წარმოდგენილია წმინდა ნიკოლოზის ინიციატივები ქრისტიანთა გაერთიანების თაობაზე, რომლებიც მან 1920 წელს ინგლისში თავის ქადაგებებსა და ლექციებში გააჟღერა.

ამავე საღვთისმეტყველო თავში, დ.ე. არაკელიანის სტატიაში წამოჭრილია „ერთნაირსქესიანთა კავშირების“ საღვთისმეტყველო პრობლემა ინგლისის ეკლესიაში. 2023 წლის 9 თებერვალს ინგლისის ეკლესიის გენერალურმა სინოდმა „ერთნაირსქესიანთა კავშირების“ კურთხევის გადაწყვეტილება მიიღო. სტატიის ავტორი განიხილავს ამის მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებს ქორწინების შესახებ ანგლიკანური სწავლების შუქზე, ასევე პოლემიკას ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების კურთხევისთვის ლოცვების გამოყენებასთან დაკავშირებით.

შემდეგი სტატია – „მე-20 საუკუნის კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში დოქტრინალური მეინსტრიმისა და მისი პარალელური მიმდინარეობების თანაარსებობა“ – ეკუთვნის მღვდელ ანტონ ბორისოვს, სადაცის ის განიხილავს 19-მე საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის პერიოდში კათოლიკური ღვთისმეტყველების სფეროში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარეობებსა და ავტორების კონცეფციებს.

თავი „ღვთისმეტყველება“ სრულდება მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორის, ღვთისმეტყველების დოქტორის, ზვენიგოროდის ეპისკოპოს კირილეს ნაშრომით „ეკლესიოლოგიური პრობლემები თანამედროვე მართლმადიდებელთაშორისო ურთიერთობებში“. სტატია ეძღვნება ეკლესიოლოგიის სფეროში კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმეტყველების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნების ფორმირებისა და ანალიზის პროცესის შესწავლას.

რუბრიკას – „ეკლესიის ისტორია“ ხსნის მოსკოვის სასულიერო აკადემიის ფილოლოგიის კათედრის ასისტენტის, ღვთისმეტყველების მაგისტრის ე.გ. მალიუტას სტატია „გრიგოლი ტურელის მოწმობები გალიის ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრების შესახებ: საკითხის შესწავლისათვის“. ავტორი იკვლევს ეპისკოპოს გრიგოლ ტურელის შემოქმედებით მემკვიდრეობას. მისი ყურადღების ცენტრშია მე-6 საუკუნის დასავლელი წმინდანის ნაშრომთა მნიშვნელობა გალიკანური ღვთისმსახურების შესწავლის საქმეში.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საზღვარგარეთის დაწესებულებების სამდივნოს თანამშრომლის, წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ასპირანტის, ვ.პ. ფროლოვის სტატია – „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობები და მეტოქიონები ალექსანდრიისა და ანტიოქიის საპატრიარქოების საზღვრებში (1988-2013 წწ.)“ – აგრძელებს რუბრიკას „ეკლესიის ისტორია“. სტატიაში წარმოდგენილია მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობებისა და მეტოქიონების ჩამოყალიბებისა და განვითარების ზოგადი მიმოხილვა.

რუბრიკა „ეკლესია და საზოგადოება" იხსნება კატეხიზატორული მოღვაწეობის სფეროში საეკლესიო სპეციალისტის პ.პ. პოპოვის სტატიით „წმინდა იოანე ოქროპირის რიტორიკული მეთოდები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე კატეხიზატორული პრაქტიკის კონტექსტში“. კვლევა აქტუალიზებს წმინდა იოანეს ჰომილეტიკურ მემკვიდრეობას, – აჩვენებს რა მის მნიშვნელობას საეკლესიო ქადაგების თანამედროვე პირობებისთვის.

რუბრიკას – „ეკლესია და საზოგადოება“ ასრულებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის, წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის, დეკანოზ მაქსიმე კოზლოვის სტატია „სასულიერო სკოლების ჩართულობა საინფორმაციო სივრცეში". სტატია გამოირჩევა კომპლექსური მიდგომით, რომლის ფარგლებშიც გაანალიზებულია საინფორმაციო სფეროს ძირითადი მდგენელები. ასევე, ქრისტიანული ზნეობის ჩამოყალიბების, თვითკონტროლის უნარებისა და კომუნიკაციის კულტურის შესწავლის კონტექსტში განიხილება ინტერნეტ-სივრცეში სასულიერო სკოლების სტუდენტთა ყოფნის პრობლემა, – იუწყება ზსად-ის პრეს-სამსახური.

.

 

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب