მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი მიმართვით გამ…

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.07. 2023. 2023 წლის 4 ივლისს გამოქვეყნდა ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიმართვა, რომელიც მიღებულია უკრაინის ხელისუფლების გახშირებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.

მიმართვაში ნათქვამია:

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კიევ-პეჩერის ლავრაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მიუხედავად ათი ათასობით მორწმუნე მოქალაქის პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობისა, უკრაინის ხელისუფლება განაგრძობს ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისთვის უდიდესი სიწმინდეების მუხანათურ ხელყოფას და არ წყვეტს აღმოსავლელი სლავი ხალხის მართლმადებლური სარწმუნოების აკვნის გაპარტახების მცდელობას.

რამდენიმე თვის განმავლობაში გამოგონილი ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი ყოვლადუსამღვდელოესი პავლე (ლებედი). ლავრის მღვდელმსახურნი მოკლებულნი არიან საღვთო ლიტურგიასა და სხვა საღვთო მსახურების ჩატარების შესაძლებლობას, ხოლო მისი ბინადარნი და მრავალრიცხოვანი მრევლი – სავანის საკათედრო ტაძრებში თავისუფალი ლოცვის საშუალებას. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსებსა და ერისკაცებთან მიმართებით რეგულარულად ხდება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძაფრებს შექმნილ ვითარებას.

2023 წლის ივნისის ბოლოს ფართო გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიევის საქალაქო ხელისუფლება რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან კულტურულ ფასეულობათა „გადარჩენის“ კეთილმოჩვენებითი საბაბით გეგმავს კიევ-პეჩერის ლავრიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებით განდიდებული სიწმინდეების – წმინდა ნეშტებისა და ძველი ხატების გატანას შემდგომში იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ვატიკანის მუზეუმებისთვის „შესანახად“ გადაცემის მიზნით. ამასთან, უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინის დედაქალაქის ხელმძღვანელობა არ ითვალისწინებს მართლმადიდებელ მორწმუნეთა აზრს, რომელთა მღელვარება და ყურადღება კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარებულ სიწმინდეთა „ინვენტარიზაციის“ პერიოდში იმის ცრუ დაპირებით მოადუნეს, რომ უკრაინელი ხალხის სულიერი, ისტორიული და კულტურული ფასეულობები არასდროს დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას.

იმ შემთხვევაში, თუკი მართლმადიდებლობის წინააღმდდეგ მიმართული ეს ჩანაფიქრი განხორციელდება, წმინდა ეკლესია და უკრაინელი ხალხი დაკარგავს ამ ესოდენ რთულ დროში აუცილებელ სულიერ საყრდენსა და ნუგეშს, რასაც ხალხი განდიდებული ხატებისა და ამ ძველი სავანის ტაძრებსა და მღვიმეებში დავანებულ ღვთის სათნო წმინდანთა ნეშტების წინაშე ლოცვებში პოულობს. ასევე, დიდი საფრთხეა იმისა, რომ სიწმინდეები დაზიანდეს ან დაიკარგოს ტრანსპორტირების შედეგად. განსაკუთრებულ მუხარებას იწვევს იმის საფრთხე, რომ თითოეული მორწმუნე ადამიანის გულისთვის ძვირფასი ხატები და წმინდა მოსაგრეთა ნეშტები შეიძლება აღმოჩნდეს სამუზეიმო ან კერძო ადამიანების კოლექციებში, რომლებიც ხშირად შორს არიან რწმენისა და ღვთისმოსაობისგან, რითაც განმეორდება ბელარუსის სიწმინდის – ღირსი ეფროსინე პოლოცკაის ჯვრის ტრაგიკული ხვედრი.

კანონმდებლობის დარღვევას და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა და მორწმუნეთა უფლებების უგულებელყოფის დემონსტრაციულ აქტს წარმოადგენს უკრაინის კულტურის სამინისტროს მორიგი განკარგულება, რომლის ძალითაც კიევ-პეჩერის ლავრის ბინადრებმა უნდა დატოვონ სავანის ტერიტორია.

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა თავისი პოზიცია გამოხატა უკრაინაში და კიევ-პეჩერის ლავრაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 2023 წლის 28 მარტის მიმართვაში. სინოდის წევრები ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურების, მონაზვნებისა და ერისკაცების სახელით კვლავ გადაჭრით გმობენ უკრაინის კანონმდებლობისა და ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედებებს უკრაინისა და ქალაქ კიევის ხელისუფლების მხრიდან, რაც დღემდე გრძელდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, კიევ-პეჩერის ლავრის, მისი წინამძღვრისა და საძმოს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებისა და ერისკაცების მიმართ.

ამ რთულ დროში გამოვხატავთ რა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მხარდაჭერას, ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, არ დაუშვას საეკლესიო რელიქვიებისა და სიწმინდეების გატანა, რომლებიც ასეულობით წლებია იმყოფება კიევ-პეჩერის ლავრის კედლებში და ყველა სლავი ხალხის სულიერ საყრდენს წარმოადგენს. ჩვენ გამოვდივართ თავისი სავანიდან კიევ-პეჩერის ლავრის საძმოს გამოსახლების წინააღმდეგ, სადაც ისინი ათობით წლის განმავლობაში ღვთისმოსაობით იღვწიან და უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ ლოცულობენ.

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი აცხადებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრიდან მონაზვნების ძალადობრივი გზით გამოსახლების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შემდგომი სამონაზვნო მოღვაწეობის ადგილი ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სამონაზვნო სავანეებში ჰპოვონ. 

მოვუწოდებთ ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შვილს, გააძლიერონ ლოცვები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი შვილებისთვის.

 

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب