მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუ…

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.06.2023. 29 ივნისს დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე იტალიის კათოლიკ ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარეს, კარდინალ მათეო ძუპს შეხვდა, რომელიც რუსეთში სპეციალური სამშვიდობო მისიით ჩავიდა რომის პაპ ფრანცისკეს დავალებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა ფილარეტმა (ბულეკოვი).

კარდინალ მათეო ძუპს თან ახლდნენ: სამოციქულო ნუნცია რუსეთის ფედერაციაში კარდინალი ჯოვანი დ'ანიელო, სამოციქულო ნუნციატურის მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში მონსენიორი პეტრე ტარნავსკი, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს თანამშრომელი მონსენიორი პაულ ბუტნარუ, წმინდა ეგიდიოსის თემის ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი ადრიანო როკუჩი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი გულითადად მიესალმა მაღალ სტუმარს და, კერძოდ, აღნიშნა: „იმ დროს, როცა ძალიან დიდი პრობლემები წარმოიშვა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში, როდესაც ჩვენ ვაწყდებით როგორც პოლიტიკური ურთიერთობების სფეროში დიდ დაძაბულობას, ასევე მსხვილი მსოფლიო შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობის რეალურ საფრთხეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძალა, რომელიც დაინტერესებულია მშვიდობისა და სამართლიანობის შენარჩუნებით, გაერთიანდეს მოვლენების ასეთი შესაძლო განვითარების თავიდან ასაცილებლად“.

ამავე დროს, უწმინდესმა აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას აქვთ ურთიერთობის გამოცდილება, მათ შორის ძალიან არახელსაყრელი პოლიტიკური კლიმატის ფონზე: „ცივი ომის პირობებში ჩვენს ეკლესიებს ჰქონდათ რეგულარული და ურთიერთსასარგებლო კონტაქტები, რომელთა კონტექსტშიც განიხილებოდა, კერძოდ, საკითხები, რომლებიც ჩვენს ხალხებს აწუხებდა“. ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ გაიხსენა წმინდა ეგიდიოსის თემის დადებითი როლი „ცივი ომის“ მძიმე ვითარებაში, რომელმაც  XX საუკუნის მეორე ნახევრის დიდი პერიოდი მოიცვა: იმ მდროს ის აქტიურ კავშირებს ინარჩუნებდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

„ვფიქრობ, დღევანდელ პირობებშიც, რომელიც ასევე მრავალი რისკისა და საფრთხის შემცველია, ეკლესიებს შეუძლიათ ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთონ პოლიტიკური გარემოებების ნეგატიური განვითარება და ემსახურონ მშვიდობისა და სამართლიანობის საქმეს“, - გამოთქვა იმედი უწმინდესმა მეუფემ.

თავის მხრივ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს კარდინალმა მათეო ძუპმა რომის პაპ ფრანცისკეს მისალმება გადასცა.

„ცივი ომის“ დროს დიალოგის ინტენსივობის ხსენებისას, სტუმარმა აღნიშნა, რომ არსებულ რთულ ვითარებაში დიალოგი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. „როგორც ქრისტიანები, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმის გაგებაში, თუ როგორ მოვიქცეთ, – დარწმუნებულია კარდინალი მათეო ძუპი. – ამ დროის ობიექტური სირთულეების წინაშე ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რა მოქმედებებს ითხოვს ჩვენგან უფალი, და დღეს ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია თქვენი მოსმენა და არსებული საკითხების მოგვარებაზე საუბარი“.

უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ სოლიდარობა გამოუცხადა იმ აზრს, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში განსაკუთრებული დაძაბულობა წარმოიშობა, ეკლესიები გვერდზე არ უნდა გადგნენ, არამედ მონაწილეობა მიიღონ შერიგების, განვითარებისა და უფრო მყარი ურთიერთობების დამყარების საქმეში და, რაც მთავარია, ურთიერთგაგების მიღწევაში. „თუ ქვეყნებსა და ხალხებს ერთმანეთის ესმით, მაშინ რეალური პოლიტიკა შენდება ქვეყნების და ხალხების ინტერესების გათვალისწინებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ პერიოდში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანულმა თემებმა მიიღონ მონაწილეობენ შერიგების პროცესში“, – აღნიშნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.

„უკრაინაში არსებული მდგომარეობა პირადად ჩემთვის ძალიან მტკივნეულია“, – განაცხადა მან. – მე ვმართავ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის სამწყსო ცხოვრობს როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში და სხვა ქვეყნებში. ამიტომ უკრაინელი და რუსი ხალხების ტანჯვა ღრმა ჭრილობას აყენებს ჩემს გულს. სწორედ ამიტომ, 2014 წლიდან ჩვენს ყველა ტაძარში აღვავლენთ განსაკუთრებულ ლოცვებს უკრაინაში მშვიდობისათვის. ჩვენ ვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ ეს საშინელი კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს“.

შექმნილ ვითარებაში თანამოსაუბრეებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნიეს კონცენტრირება ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაზე.

გარდა ამისა, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ პაპ ფრანცისკეს მაღალ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების, სასულიერო პირებისა და მრევლის მიმართ განხორციელებული დევნის შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთში სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

 

 

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب