
მოსკოვის საპატრიარქო
„მეუ“-ს მხარდამჭერებმა უკრაინაში ვინიცის ოლქის კანონიკური ეკლესიის ტაძარი მიიტაცეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.06.2023. 20 ივნისს ვინიცის ოლქის სოფელ ულადოვკაში „მეუ“-ს (მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის) სქიზმატური სტრუქტურის მხარდამჭერებმა რეიდერული თავდასხმა განახორციელეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე.
ამის შესახებ იტყობინება „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი“ სოციალურ ქსელში ვინიცის ეპარქიის ვებგვერდზე დაყრდნობით, სადაც ტაძრის მიტაცების ვიდეო-ჩანაწერი გამოქვეყნდა. კადრებში მამაკაცთა ჯგუფი რკინის საჭრელისა და ძალაყინის გამოყენებით ხსნის ეკლესიის კარს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ტაძრის მიტაცება ხდებოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.
ტაძრის მიტაცების ფაქტზე მორწმუნეებმა სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით მიმართეს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025