მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის საპატრიარქოს სამღვდელთმთავრო კრებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი მორწმუნეების დაცვისკენ მოუწოდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.23.2023. 2023 წლის 14-20 მაისს ბელგრადის წმინდა საბას ტაძარში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრება გაიმართა.
კრების დასასრულს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მისმა მონაწილეებმა დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ კიევის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან დათმენილ ტანჯვას; ქონების, ეკლესია-მონასტრების კონფისკაციას; მონასტრებიდან ბერების გამოძევებას; ზოგიერთი მღვდელთმთავრის დევნას და ეკლესიის წევრებთან მიმართებით საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების უხეშ დარღვევას.
„ამასთან დაკავშირებით, კრება კვლავ იმაღლებს ხმას უუფლებო და დევნილი ერთმორწმუნე ძმების დასაცავად და მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს, შეაჩერონ ეს უსამართლობა“, - ნათქვამია სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალ ურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024