მოსკოვის საპატრიარქო
მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, საღმრთო ლიტურგია აღევლინა მის საფლავზე თურქეთში, ეფესოსთან ახლოს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.21.2023. 21 მაისს, აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირას, მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მორწმუნეების სულიერ გამოკვებაზე პასუხისმგებელმა მღვდელმა გიორგი სერგეევმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა თურქეთის ქალაქ სელჩუქში, ეფესოსთან ახლოს, წმინდა მოციქულის დაკრძალვის ადგილზე. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო ასევე არმავირის ეპარქიის მდივანმა, დეკანოზმა იოანე გელევანმა.
ლიტურგიაზე ლოცულობდა და ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს ეზიარა უამრავი მომლოცველი სტამბოლიდან, იზმირიდან, კუშადასიდან, დიდიმიდან და ჩეშმედან.
მრჩობლ კვერექსზე წაკითხულ იქნა ლოცვა წმინდა რუსეთისთვის.
ლიტურგიის დასასრულს მამა გიორგიმ ქადაგება წარმოთქვა. მღვდელმა მადლობა გადაუხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ღვთისმსახურების აღსრულების ნებართვისთვის, აგრეთვე ა. სოლჟენიცინის სახელობის რუსეთის კულტურის საზოგადოების თავმჯდომარეს ა. პონომარევს და საზოგადოებას მორწმუნეთა მოლოცვის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024