
მოსკოვის საპატრიარქო
არგენტინის ქალაქ მარ დელ პლატას რუსეთის ეკლესიის ტაძარში მართლმადიდებლობის შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.19.2023. 15 მაისს ქალაქ მარ დელ პლატას (არგენტინა) წმინდა ვნებადამთმენელი სამეფო ოჯახის სახ. სამრევლოს წინამძღვარმა მღვდელმონაზონმა გერასიმემ (ვოიცეხოვსკი), რუსეთის ფედერაციის საპატიო კონსულის იუ.ნ. კუზნეცოვისა და ტაძრის მრევლის მონაწილეობით მართლმადიდებლობის შესახებ ღია გაკვეთილი მოაწყო ადგილობრივი კათოლიკური ლიცეუმის Colegio Maria Aixiliadora-ს სტუდენტებისთვის.
ორმოცდაორი მოსწავლე და სამი მასწავლებელი გაეცნო მართლმადიდებლური ტაძრის აგებულებას, იკონოგრაფიას, მართლმადიდებლური ღვთისმსახურების თავისებურებებსა და მოძღვრებას. შემდეგ კომუნიკაცია ტაძრის სატრაპეზოში გაგრძელდა, სადაც სტუმრებს რუსული კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.
არგენტინის ეპარქიის ვებგვერდის ცნობით, შეხვედრის პროცესში ღონისძიების მონაწილენი და ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები უფრო ხშირად და რეგულარულად გაიმართება.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025