მოსკოვის საპატრიარქო
ლიტვის მართლმადიდებლურ ტაძრებში განსაკუთრებულად ლოცულობენ დევნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.12.2023. ვილენის ეპარქიის ტაძრებში დაიწყეს განსაკუთრებული ლოცვების აღვლენა კიევ-პეჩერის ლავრას ძმებისთვის, კიევის სასულიერო სკოლების მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის და ამჟამად დევნილი მთელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
როგორც ეპარქიის ვებსაიტი იუწყება, ვილენისა და ლიტვის მიტროპოლიტ ინოკენტის ლოცვა-კურთხევით, 5 აპრილიდან ყოველ ღვთისმსახურებაზე კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრესა და მისი ღვთივდაცული სამწყსოს მოხსენიების შემდეგ აღესრულება, ასევე, კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლის, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს მოხსენიება მონასტრის საძმოსთან ერთად და აღევლინება ლოცვები მთელი კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
როგორც მიტროპოლიტმა ინოკენტიმ აღნიშნა, კიევ-პეჩერის ლავრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. „დღეს წარმოუდგენელი რამ ხდება: წმინდა სავანიდან იდევნებიან ბერები, რომლებმაც ის სამი ათეული წლის განმავლობაში ნანგრევებიდან აღადგინეს. ჩვენი, როგორც ქრისტიანების, მოვალეობაა – გავაძლიეროთ ლოცვები დევნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“, – განაცხადა იერარქმა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024