მოსკოვის საპატრიარქო
ანტიოქიის პატრიარქმა იოანე X-მ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.27.2023. ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესადმი გაგზავნილ წერილში თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა იმ დევნასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განიცდის. წერილი გამოქვეყნებულია სოციალურ ქსელში ანტიოქიის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე.
„მწუხარებასთან შერწყმული სიხარულით გეხვევით თქვენ ქრისტეში დიდი მარხვის ამ დღეებში, როცა ვემზადებით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის სიკვდილისა და აღდგომისთვის. ჩვენ გწერთ უკრაინის პატივცემული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ამ რთულ დროს, როდესაც გვახსენდება წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ“ (2 კორ. 4:8-9), – ნათქვამია წერილში.
უნეტარესი პატრიარქი იოანე აღნიშნავს, რომ მართალია, ანტიოქიის ეკლესია გეოგრაფიულად შორს იმყოფება, მაგრამ მისი ყველა მორწმუნე ამ რთულ დროს ხელს უწვდის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.
„ჩვენ განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენი მწყემსებისთვის, ვევედრებით უფალს, რომ მალე შეწყვიტოს ეს სამწუხარო ომი და აღმოფხვრას ყველა საფრთხე, რომელსაც აწყდება თქვენი წმინდა ეკლესია. უფალმა მოგცეთ სიბრძნე, ძალა და მოთმინების უნარი, რადგან „ბოლომდე მომთმენი გადარჩება", – ხაზგასმით აღნიშნა ანტიოქიის ეკლესიის წინამძღვარმა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024