მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრ…

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.16.2023. 16 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშრებით, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური.

მისმა უწმინდესობამ ბრძანა:

კიევ-პეჩერის ლავრა – ეს არის კიევის რუსის პირველი მონასტერი, რომელიც  XI საუკუნიდან არსებობს. ეს მონასტერი რუსი, უკრაინელი და ბელარუსი ხალხების საერთო სულიერი სამონასტრო ტრადიციის წინაპარია. ეს არის ჩვენი ცივილიზაციისა და ეროვნული კულტურის აკვანი. აქ დაიწერა ძველი რუსის პირველი ისტორიული ძეგლი – „გასული წლების ზღაპარი“. აქედან იღებს სათავეს ჩვენი ხალხების მწერლობა და ლიტერატურა. თავისი ათასწლიანი ისტორიის მანძილზე სავანემ არაერთხელ განიცადა დარბევები, უცხოური დაპყრობები და ქრისტიანების აშკარა დევნები. მაგრამ კიევ-პეჩერის ლავრიდან მონაზვნების განდევნა მხოლოდ მე-20 საუკუნეში ხდებოდა მებრძოლი ათეისტური ძალაუფლების ბატონობის დროს.

ბერების ახალმა თაობებმა აღადგინეს სავანე, კოლოსალური ძალისხმევა გასწიეს და დიდი სახსრები დახარჯეს (ხელისუფლების მხრიდან მინიმალური დახმარების ან საერთოდ ამის არარსებობის პირობებში) მონასტრის სარებილიტაციოდ, ამჟამად წართმეული მიძინებისა და სატრაპეზო ტაძრების აღსადგენად, მაგრამ, რაც მთავარია, სულიერი ტრადიციებისა და სრულფასოვანი სამონასტრო ცხოვრების აღსაშენებლად. ლავრა რჩება ერთ-ერთ უდიდეს მართლმადიდებლურ მონასტრად მსოფლიოში, რომელიც 200-ზე მეტ ბერმონაზონსა და მორჩილს აერთიანებს. მის ტერიტორიაზე განთავსებულია ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის ცენტრი, ცხოვრობს ასობით მომავალი სასულიერო პირი – კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები.

სახელმწიფო ხელისუფლების ულტიმატუმი კიევ-პეჩერის ლავრასთან მიმართებით, ამაზრზენ ქმედებად გვესახება, რომელიც უღმერთობის პერიოდში რწმენისთვის დევნას შეედრება. როგორც მაშინ, ხელისუფლება ახლაც ღიად უგულებელყოფს კანონს, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამოქალაქეების უფლებების მინიმალურ პატივისცემაზე. მონასტრის ეკონომიურ საქმიანობაში დარღვევების მოსაძიებლად გარკვეული კომისიის მუშაობა გაუმჭვირვალე იყო. მისი რეპრესიული მიზანია მონაზვნების სრული განდევნა ლავრიდან. ამ მიზანს არ მალავდნენ სახელმწიფო მოხელეები და უკრაინის სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საერო ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ უკრაინის სახელმწიფო ხელმძღვანელობა აცხადებს თავის ერთგულებას დემოკრატიული ნორმებისადმი, განვითარების ევროპული გზისადმი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვისადმი, მაგრამ სინამდვილეში დღეს ეს უფლებები და თავისუფლებები ყოვლად აღმაშფოთებლად ითელება და ირღვევა.

გთხოვთ, ყველა ღონე გამოიჩინოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მონასტრის იძულებითი დახურვა, რაც გამოიწვევს მილიონობით უკრაინელი მორწმუნის რელიგიური უფლებების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია უკრაინის კონსტიტუციით, ასევე ისეთი დოკუმენტებით, როგორებიცაა გაეროს წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ყველა ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაცია და სხვა მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის აქტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვები შესმენილი იქნება.

 

 

 

 

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب