მოსკოვის საპატრიარქო
გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.27.2023. 27 თებერვალს რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საკლესიო კავშირების განყოფილებაში რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის და დისკრიმინაციისა და ქსენოფობიისგან მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც ხელმძღვანელობდა სსკგ-ის თავმჯდომარე, საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის ხელმძღვანელი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამმართველოს უფროსის მოადგილე საშინაო პოლიტიკის საკითხებში ა.იუ. ვილეგჟანინი; საშინაო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტთან არსებული სამმართველოს რელიგიურ ორგანზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ე.ვ. ერემინი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა რუსეთისა და ნოვო-ნახიჩევანის ეპარქიის ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელი გევორგ ვარდანიანი; ევანგელისტური რწმენის ქრისტიანთა (ორმოცდაათიანელთა) რუსეთის გაერთიანებული კავშირის მეთაური ეპისკოპოსი ს.ვ. რიახოვსკი; რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა სულიერი ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში რ.რ. აბიასოვი; რუსეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მოადგილე ა.ვ. ტიხომიროვი; საერთაშორისო ისლამური მისიის თავმჯდომარე შ.ა. პშიხაჩევი; რუსეთის ბუდისტური ტრადიციული სანგას ხამბო ლამა დაში-ნიმა სოდნომდორჟიევი; მეშვიდე დღის ადვენტისტ ქრისტიანთა ეკლესიის გენერალური კონფერენციის ევრო-აზიური განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ო.ვ. გონჩაროვი, ასევე კომისიის სხვა წევრები და მოწვეული ოფიციალური პირები. რუსეთის ფედერაციის რელიგიური ორგანიზაციების გამოცდილების მაგალითზე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისათვის, ზაპოროიჟესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თაობაზე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი დისკრიმინაციისა და ქსენოფობიისგან დაცვის საქმეში მღდელმონაზონი (სტეფანე იგუმნოვი).
მოხსენება, რუსეთის ფედერაციის ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის პერსეპქტივებზე რელიგიათაშორის შეხვედრებში მონაწილეობის შესახებ, გააკეთა სსკგ-ის მდივანმა შორეული საზღვარგარეთის საქმეებში, საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა დეკანოზმა სერგი ზვონარიევმა.
შეხვედრის დასასრულს, მიტროპოლიტმა ანტონიმ ყველა დამსწრეს ღვთივკურთხეული წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024