მოსკოვის საპატრიარქო
უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს აღსაყდრების ათი წლისთავი მიულოცა.
მის უწმინდესობას, უწმინდეს ნეოფიტეს, სოფიის მიტროპოლიტი, ბულგარეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღს - საპატრიარქო ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე.
თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, გამხდარიყავით ქრისტეს ვენახის მუშაკი მორწმუნეებისთვის საკმაოდ რთულ დროს. თავმდაბლობითა და გულმოდგინებით შრომობდით ღვთის სადიდებლად, ვიდოდით ძალითი ძალად (ფსალ. 83:8) და ადიდებდით უფალს არა მხოლოდ სამწყსო მსახურებით, არამედ მუსიკალური შემოქმედებითაც.
ყოვლისშემძლე ღმერთს სათნო ეყო, მოეხმო თქვენთვის საეპისკოპოსო მსახურებისთვის ცვლილებების ეპოქის წინ. იყავით რა საეკლესიო ერთობის მოშურნე მებრძოლი და ბულგარეთის პატრიარქ მაქსიმეს ერთგული თანაშემწე, თქვენ იმ წლების რთულ პირობებში თავი წარმოაჩინეთ მუშაკად ურცხვენელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა (2 ტიმ. 2:15), პირადი მაგალითით შთააგონეთ მწყემსები და სამწყსო, დარჩნელიყვნენ კანონიკური მართლმადიდებლობის ერთგულები და მტკიცედ დამდგარიყვნენ ღვთის ჭეშმარიტების სადარაჯოზე
თქვენ ათი წლის წინ იტვირთეთ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობის მთელი სისავსესე, პატივით განვლეთ პირველმღვდელთმთავრული მაღალი მსახურების ასპარეზი და ზრუნავდით ქრისტეს ჭეშმარიტების შუქით ადამიანების განათლებაზე.
ყოვლადუხვმა ღმერთმა დაე, აგივსოთ გული სულიერი სიხარულით და გარდამოგივლინოთ ძალების სიმტკიცე, შეგეწიოთ ღვთის მადლი შემდგომ შრომატევად საწინამძღვრო საქმიანობაში.
ძმური სიყვარულით უფალში
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024