მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ს…

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა



სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.18.2023. 2023 წლის 17 იანვარს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი დისტანციურ ფორმატში სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობას მიეძღვნა.

თავის ათწუთიანი გამოსვლაში მიტროპოლიტმა ანტონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავს მოვალედ თვლის, მონაწილეობა მიიღოს მორწმუნეთა უფლებების დაცვაში მთელს მსოფლიოში, როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან და უცხო რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

მიუთითა რა ეკლესიის მაღალ სამშვიდობო პოტენციალზე სახელმწიფოთაშორისო და სამოქალაქო კონფლიქტებში, სსკგ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ამ პოტენციალს ძირი ეთხრება უკრაინის ხელისუფლების მცდელობებით, გაანადგუროს მრავალმილიონიანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – ყველაზე მსხვილი რელიგიური ორგანიზაცია უკრაინაში.

მიტროპოლიტმა ანტონიმ ისაუბრა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს უახლესი გადაწყვეტილებების შინაარსზე, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტ ვ. ზელენსკის ბრძანებულებებით და მოიცავს მთელ რიგ ზომებს, რომლებიც ლახავს უკრაინის მართლმადიდებლური სამრევლოების უფლებებს.
კერძოდ, უკრაინის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თოთხმეტ ეპისკოპოსს ე.წ. „სანქციები“ დაუწესდა, ხოლო მის რამდენიმე მწყემსთმთავარს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

სსკგ-ის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას და მის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, კერძოდ, 1961 წლის „კონვენციას მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების შესახებ “. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები „სანქციების“ დაწესების და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, პირთა ვიწრო ჯგუფის მიერ მიიღება უკანონო სასამართლო-საგამოძიებო პროცედურისა და პროტესტის შესაძლებლობის არარსებობის პირობებში მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებით და წარმოადგენს „მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების ფორმას". უფრო მეტიც, ეს გადაწყვეტილებები ზღუდავს „სწორედ იმ კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთა შეზღუდვასაც, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, პირდაპირ კრძალავს უკრაინის კონსტიტუციის 64-ე მუხლი“.

შეადარა რა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა საბჭოთა კავშირში ათეისტური დევნის წლებს, მიტროპოლიტმა ანტონიმ ისაუბრა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიალურ ადმინისტრაციებში, მონასტრებსა და სამრევლოებში განხორციელებულ მასობრივ ჩხრეკაზე და სასულიერო პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაზე გამოგონილი საბაბით.

სსკგ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეპისკოპატის წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიები გახდა უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის კულმინაცია, რომელიც მიმართულია საზოგადოების რელიგიურ ცხოვრებაზე ტოტალური კონტროლის დაწესებისკენ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ე.წ. „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის“ სახელმწიფო აპარატისა და სპეცსამსახურების მონაწილეობით, ხოლო უკრაინის ხელისუფლების შემდგომი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების იძულებით გაწევრიანებისკენ ახლად შექმნილი ორგანიზაციაში.

მიტროპოლიტმა ანტონიმ სხდომის მონაწილეებს მოახსენა უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცებების ფაქტობრივად ლეგალიზებული მექანიზმის შესახებ; სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩამოართვას მას ისტორიული სახელი. ასევე, უმაღლეს რადაში რეგისტრირებული კიდევ შვიდი კანონპროექტის თაობაზე, რომელთა მიზანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემებისა და მორწმუნეების უფლებების შელახვა, ტაძრების ჩამორთმევა და მისი საქმიანობის სრული აკრძალვა უკრაინის ტერიტორიაზე.

სსკგ-ის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ აღვირახსნილ ცილისმწამებლურ კამპანიაზე მისი საქმიანობის სრული აკრძალვის და მისი წარმომადგენლების მიმართ ზეწოლისა და ძალადობის გამოყენების მოწოდებით, რაც სიძულვილის ენის აშკარა ნიშნებს ატარებს“. სწორედ ამან გამოიწვია ძალადობის ტალღა უკრაინაში კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებისა და სამრევლოების წინააღმდეგ.

თავისი გამოსვლის დასასრულს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ მოუწოდა გაეროს და უშიშროების საბჭოს წევრებს, ყურადღება მიაქციონ „უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ქმედებებს ქვეყნის უდიდეს კონფესიასთან მიმართებით და მორწმუნეთა უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვან ფაქტს“, რომლებიც გარანტირებულია გაეროს წესდებით და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებითა და დეკლარაციებით.

 

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب