მოსკოვის საპატრიარქო
შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.10.2023. 10 იანვარს მოსკოვში, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით თათბირი გაიმართა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განვითარებას მიეძღვნა.
შეხვედრის მონაწილეებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა სასტიკი დევნის გამო.
განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პირველად მიეცათ სქიზმატიკოსებს შესაძლებლობა, აღესრულათ „ღვთისმსახურება“ კიევ-პეჩერის ლავრაში ქრისტეს შობის დღეს. ამასთან, კიევის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს არ მიეცა საშუალება სადღესასწაულო ლიტურგია წარემართა ამ სავანის კედლებში.
მორწმუნეებზე უკიდურესი ზეწოლის ნიშანი გახდა უკრაინის ეკლესიის რიგი ეპისკოპოსებისთვის „მოქალაქეობის შეჩერების“ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რაც, არსებული მონაცემებით, შესაძლოა კიდევ ათეულ მათგანს ემუქრებოდეს.
როგორც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამახური იტყობინება, თათბირში მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ; საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ ვ.რ. ლეგოიდამ; უწმინდესი პატრიარქის მრჩეველმა დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა და საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ა.ვ. შჩიპკოვმა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024