მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 07.01.2023. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საშობაო მისალოცები გაუგზავნა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს, სრულიად საქართველოს უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს, რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტ საბას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარეს მიტროპოლიტ როსტისლავს, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს, ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარეს მთავარეპისკოპოს სტეფანეს.
მისალოცი გზავნილში, კერძოდ, ნათქვამია:
გულითადად გილოცავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხორციელი შობის დღესასწაულს.
წლიდან წლამდე, ჩვენ ვიხსენებთ საუკუნითგან დაფარულ და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლოს აღდგომის (აღდგომის მე-4 ხმის ღვთისმშობლის საგალობელი), ვადიდებთ ჩვილ ქრისტეს, რომელიც ჩვენი ცხონებისათვის ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისგან ქუაბსა შინა იშვა და ბაგასა მიიწვინა (დღესასწაულის წარგზავნა).
წმინდა მღვდელთმთავარი ლეონ დიდი, ღვთის განხორციელების სასწაულზე ფიქრისას, შესძახებს: ძე ღვთისამ... იმიტომ მიიღო ადამიანთა მოდგმის ბუნება, რომ ის თავისი შემოქმედისთვის დაებრუნებინა (სიტყვა 1 ქრისტეს შობის შესახებ).
ამ სადღესასწაულო დღეს, ლოცვით გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, მრავალ წყალობას უფლისგან და ღმერთის უხვ შეწევნას თქვენს მაღალ მსახურებაში, ხოლო თქვენს ღვთისმოყვარე სამწყსოს – მშვიდობასა და კეთილდღეობას.
შობილ ქრისტეში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს
საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024