მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.07.2023. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა. მისალოცი წერილში, რომელიც გაეგზავნა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს, სრულიად საქართველოს უწმინდეს და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს, რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს, ბულგარეთის უწმიდეს პატრიარქ ნეოფიტეს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტ საბას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარეს მიტროპოლიტ როსტისლავს, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს, ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარეს მთავარეპისკოპოს სტეფანეს, კერძოდ, ნათქვამია:
გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს.
მწუხარება ესე ჩემი შეურყეველად სიხარულად შეჰსცვალე, რამეთუ მარიამმა ჰშვა სიხარული – მხსნელი სოფლისა (მე-2 ხმის მწუხრის ორშაბათის საგალობელი). როდესაც წმინდა ისტორიის ამ საოცარ მოვლენას ვიხსენებთ, ჩვენ ქებას ვასხამთ ყოვლადბრძენ და ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც განხორციელდა, რათა მორწმუნეებს ცათა სასუფევლის კარი გაუღოს და ჰყოს ისინი ნეტარი მარადისობის მემკვიდრეებად.
ვმოწმობთ რა ღვთის მადლის სახარებას და სიხარულით აღვასრულებთ ჩვენს სარბიელსა და მსახურებას (საქმეები 20:24), კვლავაც განვაგრძოთ ურყევი აღმასვლა ქრისტიანული სათნოებების კიბეზე, მოვუწოდოთ ჩვენს თანამედროვეთ ზნეობრივი გარდაქმნისკენ, ერთობლივი შრომისკენ საზოგადოებაში სიყვარულისა და გულმოწყალების წარუვალი იდეალების დასამკვიდრებლად, მშვიდობიანი და კეთილდღეობითი ცხოვრების აღსაშენებლად.
ლოცვით გისურვებთ სულიერი და ხორციელი ძალების სიმტკიცეს, სულის სიმხნევეს და შობილი ქრისტეს მოუკლებელ შეწევნას წმიდა ეკლესიის შემდგომ სამსახურში.
ძმური სიყვარულით უფალში,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024