მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
მისალოც გზავნილში ნათქვამია:
პატივისცემით გილოცავთ მნიშვნელოვან თარიღს – თქვენი დაბადების 90 წლის იუბილეს.
დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაჲ წმიდაჲ გონიერებაჲ, ხოლო ცნობაჲ შჯულისა გონებისაგან არს კეთილისა. რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ წელნი ცხორებისა შენისანი (იგავ. 9:10-11). ბრძენი სოლომონის ეს ღვთივსულიერი სიტყვები, მართლაც, მჭევრმეტყველურად აღწერს თქვენი ხანგრძლივი ცხოვრების გზას, აღსავსეს ნაყოფითა სიმართლისაჲთა (ფილიპელები 1.11).
ბავშვობიდანვე დამოძღვრილი მამებისეულ სარწმუნოებასა და ღვთისმოსაობაში, თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში დაადექით ეკლესიის მსახურების გზას და მას შემდეგ რწმენითა და სიმართლით აღასრულებთ მას, ქადაგებთ სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავლით უფლისა იესუ ქრისტესთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად (საქ. 28:31).
მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ მუდამ წარმოადგენთ ქრისტეს მსახურისა და ღვთის საიდუმლოთა მნის ერთგულ მაგალითს (1 კორ. 4:1). გონივრული განმსჯელობის ბეჭედი ადევს არა მხოლოდ თქვენს, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის საქმიანობას, არამედ თქვენს ძალისხმევასაც ეკლესიის ერთობის შესანარჩუნებლად. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი ჩვენს მოძმე ეკლესიებს შორის კეთილი ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.
ვულოცავ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესს საპატიო ცხოვრებისეულ თარიღს – 90 წლის იუბილეს, და ლოცვით გისურვებთ სულიერი და ხორციელი ძალების სიმტკიცეს და ღვთის უხვ შეწევნას თქვენს მაღალ მსახურებაში წმინდა ეკლესიის სასიკეთოდ.
უფალში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024