მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და ეკლესიის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.28.2022. 2022 წლის 28 დეკემბერს მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო დარბაზში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა:
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო, პატივცემულო მამებო და ძმებო!
გულითადად მოგესალმებით ყველას წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე.
უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ახალი წლის წინა დღეებში ჩვენ ვმართავთ ასეთ ერთობლივ სხდომას, რათა კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ და ვიგრძნოთ – სად, ჩვენი მოძრაობის რომელ წერტილში ვიმყოფებით, როგორია ამ მოძრაობის ვექტორი, მივიწევთ თუ არა წინ და ზევით შესაბამისად ადამიანის ცხოვრების მართლმადიდებლური გაგებისა. ობიექტური შეფასება უეჭველად გვეხმარება იმის გამოსწორებაში, რაც ამ მოძრაობას აფერხებს და ხელს გვიწყობს იმაში, რაც ამ მოძრაობას უზრუნველყოფს. ამ მოკლე შესავალი სიტყვით მინდა დავიწყო ჩვენი სხდომა“.
შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ დღის წესრიგი წარადგინა.
სხდომაში მონაწილეობას იღებენ წმიდა სინოდის მუდმივი და დროებითი წევრები, უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრები, ასევე მოსკოვის საპატრიარქოსა საქმეთა სამმართველოსა და სინოდალური დაწესებულებების რიგი მოწვეული თანამშრომლები, – იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024