
მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის რიგი თანამშრომლები დააჯილდოვა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.12.2022. 27 დეკემბერს შედგა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან.
მეუფემ გულთბილი მადლობა გადაუხადა განყოფილების მუშაკებს მათი მსახურებისთვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, ასევე, მიულოცა მათ დამდეგი ახალი წელი და ქრისტეს შობის დღესასწაული.
შეხვედრის ფორმატში მიტროპოლიტმა ანტონიმ დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა განყოფილების თანამშრომლებს, რომლებმაც ამ წარმავალ წელიწადს პირადი სამახსოვრო თარიღები აღნიშნეს.
სსკგ-ში მსახურების 25 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ჯილდო – წმინდა მღვდელთმთავარ მარკოზ ეფესელის მედალი (II ხარისხი) – მიენიჭა მთავარ ბუღალტერს ნ.ვ. სოლომატინას.
წმინდა მღვდელთმთავარ მარკოზ ეფესელის მედლები (III ხარისხი) გადაეცათ:
· კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტს მღვდელ სერგი დუდინს – სსკგ-ში მუშაობის 15-წლიანი სტაჟის აღსანიშნავად;
· კომუნიკაციის სამსახურის გამგეს მღვდელ ილია კოსიხს – სსკგ-ში მუშაობის 10-წლიანი სტაჟის აღსანიშნავად;
· სსკგ-ის თავმჯდომარის თანაშემწეს მღვდელ ალექსანდრე ერშოვს, რომელმაც განყოფილებაში მუშაობის 10 წელი აღნიშნა.
დაბადების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით წმინდა მღვდელთმთავარ მარკოზ ეფესელის (III ხარისხი) მედალი გადაეცა სსკგ-ს თანამშრომელს მ.ფ. ზინოვიევს.
ვოლოკოლამსკელმა მიტროპოლტმა ანტონიმ დაჯილდოებულთ მიულოცა და შემდგომ მუშაობაში ღვთის შეწევნა უსურვა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025