
მოსკოვის საპატრიარქო
დამასკოში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ახალმა საიტმა




სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.12.2022. 24 დეკემბერს დამასკოში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ახალმა საიტმა.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ წარმომადგენლობის სამრევლო დარბაზში ახალი ვებგვერდის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სირიაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ა.ვ. ეფიმოვმა, დამასკოში რუსეთის სახლის დირექტორმა ნ.ვ. სუხოვმა, სირიაში მცხოვრებმა რუსმა თანამემამულეებმა, – იუწყება წარმომადგენლობის საიტი.
ანტიოქიის საპატრიარქო ტახტთან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა ფილიპემ (ვასილცევი) შეხვედრის მონაწილეებს მოუთხრო ახალი საიტის სტრუქტურის შესახებ, გააცნო მისი ძირითადი რუბრიკების შინაარსი და აქტუალური ინფორმაცია დამასკოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის საქმიანობის თაობაზე.
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025