
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II ს საწინამძღვრო მსახურების 45 წლისთავი მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.25.2022. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს საპატრიარქო ინტრონიზაციის 45 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
მილოცვაში ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
გულითადად გილოცავთ თქვენი საპატრიარქო ინტრონიზაციის 45 წლისთავს. თქვენი აღსვლით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების უძველეს საყდარზე შორეულ 1977 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ეპოქა განცხადდა. თქვენი სახით მან ჰპოვა კეთილი მესაჭე, გამოცდილი და მოწყალე მამა. უფლის წინაშე წარმდგარი თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ავლენთ თავს ღვთის რჩეულად, პირნათელ მუშაკად და სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად (2 ტიმ. 2,15) საქართველოს ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის.
თქვენი ბევრი ინიციატივა ქართველი ხალხის საყვარელ ტრადიციად იქცა. ერთ-ერთი ასეთი კეთილი წამოწყება იყო მრავალშვილიანი ოჯახების ჩვილების ნათლობა. თქვენ გახდით რამდენიმე ათობით ათასი ნორჩი ქრისტიანის ნათლია. ქრისტეს ყანობში თქვენს დაუღალავ გარჯას მადლმოსილი ნაყოფები მოაქვს: რწმენა იზრდება... და მრავლდება ერთმანეთისადმი სიყვარული (2 თეს. 1:3).
წარმოადგენთ რა ღვთის ურყევი რწმენის, მისი წყალობის მსასოებლის და უორგულო სიყვარულის ღირსეულ მაგალითს, ხალხში თქვენ შეგაქვთ სახარების ძალით აღვსილი სიტყვა. თქვენს შეგონებებს შეისმენს უბრალო ხალხი, შემოქმედებითი და მეცნიერული ინტელიგენცია, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, საერო ხელისუფლების წარმომადგენლები. წონითია თქვენი ავტორიტეტი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახშიც.
ამ სამახსოვრო დღეს, აღვავლენ რა ლოცვას თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, უფალს შევთხოვ, უბოძოს თქვენს სიწმინდეს დღეგრძელობა და ხორციელი და სულიერი ძალების სიმტკიცე ღვთის ეკლესიაში შემდგომი მსახურებისთვის, ხოლო საქართველოს ქრისტესმოყვარე ხალხს – მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება მთელი ღვთისმოსაობით და სიწმინდით (1 ტიმ. 2 .2).
უფალში მოკრძალებული სიყვარულით,
ვოლოკოლამსკელი მიტროპოლიტი ანტონი,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025