
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საპატრიარქოს ახალი ეპისკოპოსის ქიროტონიის ზეიმში









სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.12.2022. 10 დეკემბერს დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X მიწვევით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა ანტიოქიის საპატრიარქო საყდართან არქიმანდრიტმა ფილიპემ (ვასილცევი) მონაწილეობა მიიღო ზეიმში, რომელიც გაიმართა ქალაქ ბალამანდში (ლიბანი) საპატრიარქოს სტავროპიგიალური მიძინების მონასტრის არქიმანდრიტ რომანის (ხანატი) სელევკიის ეპისკოპოსად კურთხევისა და პატრიარქის ვიკარიუსად დადგინებასთან დაკავშირებით.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დამასკოს საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას წარუძღვა უნეტარესი პატრიარქი იოანე Х. მას თანამწირველობა გაუწია იერარქთა კრებულმა შემდეგი შემადგენლობით: ტვიროსისა და სიდონის მიტროპოლიტი ილია, სირიისა და ხარანის მთების მიტროპოლიტი საბა, ხომის მიტროპოლიტი გიორგი, აკარის მიტროპოლიტი ბასილი, ლიბანის მთების მიტროპოლიტი სილუანე, ხამის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ლატაკის მიტროპოლიტი ათანასე, ალეპოსა და ალექსანდრეთის მიტროპოლიტი ეფრემი და სხვ. თანამსახურთა რიცხვში იყვნენ ასევე ეპისკოპოსად გამორჩეული არქიმანდრიტი რომანი (ხანატი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ანტიოქიის პატრიარქთან არქიმანდრიტი ფილიპე (ვასილცევი), ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები და დიაკვნები.
ტაძარში ლოცულობდნენ ვაჭრობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრი სირიის მთავრობაში დოქტორი ამრ სალემი, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სირიაში ა.ვ. ეფიმოვი, საბერძნეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნიკოლოზ პროტონოტარიუსი, კვიპროსის ელჩი სივაკ ავედისიანი, ბულგარეთის ელჩი პლამენ ქრისტოვი, ასევე, სირიის არაბული რესპუბლიკის სახალხო კრების რიგი მართლმადიდებელი წევრები, რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსამართლეები, საეკლესიო დაწესებულებებისა და ოგანიზაციების დირექტორები, ბალამანდის უნივერსიტეტის დელეგაცია, დამასკოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მრევლი და მორწმუნეთა სიმრავლე.
საღმრთო ლიტურგიაზე ისმოდა საღვთისმსახურო ასამაღლებლები ინგლისურ, არაბულ, ბერძნულ, გერმანულ, ფრანგულ და საეკლესიო სლავურ ენებზე.
საწინამძღვრო სიტყვით მრევლს მიმართა პატრიარქმა იოანემ. უნეტარესი მეუფე გულითადად მიესალმა ღვთისმსახურებაში მონაწილე მწყემსთმთავრებს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელს ანტიოქიის საპატრიარქო საყდართან არქიმანდრიტ ფილიპეს და ანტიოქიის ეკლესიის ყველა შვილს სამშობლოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
ღვთისმსახურების შემდეგ მიძინების საკათედრო ტაძრის მისაღებ დარბაზში შედგა ჩაის სმა. არქიმანდრიტმა ფილიპემ (ვასილცევი) დამასკოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის სახელით თბილი სალამი და მილოცვა გადასცა ახალდადგინებულ მღვდელთმთავარს, – იუწყება წარმომადგენლობის საიტი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025