მთავარი გვერდი ახალი ამბები
შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა ლიბანის ელჩ…

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა ლიბანის ელჩთან


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.11.2022. 29 ნოემბერს მოსკოვში დანილოვის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრარქის კირილეს შეხვედრა ლიბანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში შაუკი ბუ ნასართან.

შეხვედრას ესწრებოდა სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.

მისასალმებელ სიტყვაში ლიბანის ელჩმა მადლობა გადაუხადა უწმინდეს პატრიარქ კირილეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან საუბრის შესაძლებლობისთვის.

„ჩემთვის, როგორც ჩემი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისთვის, ისე პირადად ჩემთვის, დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ვიცი, რომ თქვენ განასახიარებთ ნამდვილ სულიერ სიმბოლოს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. კერძოდ, ვიტყვი, რომ ასეთ სიმბოლოს თქვენ წარმოადგენთ ლიბანისთვის“, – ბრძანა ელჩმა.

შაუკი ბუ ნასარმა აღნიშნა, რომ ლიბანი თითქმის ერთადერთი სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთანაირი უფლებით სარგებლობს.

„ლიბანი თითთქმის ერთადერთი სახელმწიფოა არა მხოლოდ არაბულ რეგიონში, არამედ მთელს შუა აღმოსავლეთში, რომლის პრეზიდენტიც ქრისტიანია“, – თქვა დიპლომატმა. – ასევე პარლამენტსა და მთავრობაში ჩვენთან უზრუნველყოფილია ქრისტიანებისა და მუსულმანების თანაბარი წარმომადგენლობა. უნდა აღინიშნოს, რომ რიგ საკვანძო პოზიციებზე, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსის, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობებზე ტრადიციულად ინიშნებიან ქრისტიანობის წარმომადგენლები“.

ელჩმა აღნიშნა, რომ ახლახან ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა და ესაუბრა ლიბანის პრემიერ-მინისტრთან მიკატთან, რომელმაც მას თბილი სიტყვები და კეთილი სურვილები გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესთვის.

„ჩვენი ქვეყანა რთულ კრიზისულ პერიოდს გადის, რომლის პირობებშიც ჩვენი მეგობრების დახმარებას ვსაჭიროებთ. <…> ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს“, – აღნიშნა ელჩმა.

„დარწმუნებილი ვარ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის ბრძნული ხემძღვანელობით, ასევე პატრიაქ კირილეს ბრძნული სულიერი რჩევა-დარიგებებით რუსეთი შეძლებს, გადალახოს მის წინაშე მდგარი სიძნელეები და გამოწვევები“, – თქვა შაუკი ბუ ნასარმა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მაღალ სტუმარს მადლობა გადაუხადა კეთილი სიტყვებისთვის და აღნიშნა, რომ ლიბანი უნიკალური სახელმწიფოა, სადაც მშვიდობიანად თანაარსებობენ, თანამოქმედებენ და აქტიურად არიან ჩართულნი სახელწმიფო სტრუქტურებში როგორც ქრისტიანები, ისე მუსულმანები.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სტუმარს ასევე გაუზიარა ლიბანში თავის ვიზიტთან დაკავშირებული მოგონებები. „იმ შორეულ დროში ლიბანი ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც ადამიანთა ცხოვრების დონით, საერთო კულტურით, ისე, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არსებული რელიგიათაშორისი მშვიდობით. შემდეგ ლიბანს დიდი განსაცდელები ეწია. ჩვენ თანავუგრძნობდით ლიბანელ ხალხს თავსმოწეულ მძიმე ვითარებებში. საბედნიეროდ ის დრო გავიდა. დღეს ლიბანს ღირსეული ადგილი უჭირავს ერების ოჯახში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ შორის, ბალანსის შენარჩუნებაში ახლო აღმოსავლეთში“, – ხაზი გაუსვა მისმა უწმინდესობამ.

საუბრის მსვლელობისას პატრიარქმა კირილემ აცნობა, რომ რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესიისთვის დიდი სიხარულია, იხილოს დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის წარმომადგენლის რანგში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი, რომელიც ამ პოსტზე უკვე 45 წელი იმყოფება.

„მეუფე ნიფონი თქვენი ეკლესიის წარმომადგენელია და ამავე დროს ჩვენი დიდი მეგობარია“, – უთხრა სტუმარს უწმინდესმა მეუფემ. თქვენი წარმომადგენლი დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს, 45 წელია ღირსეულად წარმოადგენს ლიბანს, ლიბანის ხალხს და ლიბანის ქრისტიანებს რუსეთში. ეს უნიკალური შემთხვევაა, და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მეუფე მიტროპოლიტი აქ ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში, რადგან გარკვეული აზრით რუსეთი მისი სახლიც გახდა“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა კეთილი ურთიერთობები რუსეთისა და ლიბანის მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის და ხაზი გაუსვა, რომ თავის მხრივ მოსკოვის საპატრიარქო მზდ არის მომავალშიც ხელი შეუწყოს ამ კავშირების განვითარებას.

„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ძალებისაებრ ცდილობდა და ცდილობს, დაეხმაროს ლიბანის ქრისტიანებს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი კეთილი დამოკიდებულება როგორც ლიბანის სახელმწიფოს, ისე მართლმადიდებელი ხალხისადმი და, საერთოდ, ლიბანის მთელი მოსახლეობისადმი – ეს მტკიცე და მუდმივი გრძნობაა“ – კონსტატირება გააკეთა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

 მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ფოტო

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب