მოსკოვის საპატრიარქო
შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 15.11.2022. 15 ნოემბერს შედგა შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისა და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს შორის, რომელიც ამვე დროს სამხრეთ ამერიკაში ქართული სამრევლოების მმართველია.
თბილი, მეგობრული საუბრის პროცესში განხილულ იქნა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობის თანამედრივე ვითარების სხვადასხვა ასპექტი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი და სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანიზი იგორ იაკიმჩუკი..
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ჩამობრძანდა მონაწილეობის მისაღებად სამეცნიერო საკითხავებში – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. ღონისძიებაზე, რომელიც 16-17 ნოემბერს ანდრია რუბლიოვის სახ. ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიმართება, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოხსენებით გამოვა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024