მოსკოვის საპატრიარქო
შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 10.11.2022. 10 ნოემბერს ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოში, შედგა შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შორის, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს კურთხევით სერბეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი; სერბეთის უწმინდესი პატრიარქის ვიკარიუსი, მორჩანის ეპისკოპოსი საბა; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; ბელგრადში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის წინამძღვარი დეკანოზი ვიტალი ტარასიევი; სსკგ-ის თავმჯდომარის მ.შ. დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანი მღვდელი ალექსანდრე ერშოვი, ასევე, ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდამჭერი ფონდის აღმსასრულებელი დირექტორი ე.ი. სკოპენკო.
ურთიერთგაგების თბილ გარემოში მხარეებმა განიხილეს ვითარება მართლმადიდებლურ სამყაროში, შეაფასეს ურთიერთობა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, იმსჯელეს, ასევე, ურთიერთინტერესების შემცველ სხვა საკითხებზე.
სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ და ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ერთმანეთში სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
შეხვედრის დასასრულს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის საპატივცემულოდ საპატრიარქოში საზეიმო სადილი გაიმართა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024