
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.11.2022. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისალმება გაუგზავნა საერთაშორიოს რელიგიათაშორისო ფორუმის G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ მონაწილეებს.
საერთაშორიოს რელიგიათაშორისო ფორუმის G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ მონაწილეებს
ძვირფასო ძმებო და დებო!
გულითადად მივესალმები ყველა თქვენგანს, ამ დღეებში ინდონეზიაში შეკრებილთ რელიგიათაშორისო ფორუმის G20 მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა ქვეყნის ხალხების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
დღეს, სამწუხაროდ, ადამიანთა საზოგადოება ეჯახება დიდი რაოდენობის სერიოზულ გამოწვევებს: ჩვენ იძულებულნი ვართ დავაკვირდეთ მსოფლიო ძალებს შორის გლობალური დაპირისპირების ზრდას, განვიცდით ეკონომიკური და სასურსათო კრიზისების გავლენას, გვესმის სახიფათო მოწოდებები კოლექტიური სიძულვილისკენ მთელი ხალხის, რელიგიებისა და კულტურების მიმართ.
არ დაუკარგავს აქტუალობა კორონავირუსული ინფექციის პანდემიის შედეგების დაძლევის პრობლემებსაც, ასევე მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ადამიანთა საზოგადოების სხეულზე კვლავ ღრმა ჭრილობად რჩება სოციალური უთანასწორობა, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ გაუარესდა. არ უნდა დავივიწყოთ ღვთის ქმნილებათა დაცვის აუცილებლობაც, რომელთა დაცვა და გაფრთხილება, შემოქმედის ჩანაფიქრის მიხედვით, ჩვენ გვევალება.
ვფიქრობ, რომ მხოლოდ პოლიტიკური საშუალებებით ძნელად თუ იქნება შესაძლებელი არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა.
დარწმუნებული ვარ, რომ მორწმუნე ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ საკითხების გადაწყვეტაში. რელიგიურ კულტურას, რომელიც დაფუძნებულია ტრადიციულ სულიერ-ზნეობრივი ფასეულლობების მყარ ფუნდამენტზე, ადამიანის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე ღვთისა და მოყვასის წინაშე, აქვს უზარმაზარი სამშვიდობო და შემოქმედებითი პოტენციალი.
ვიმედოვნებ, რომ სულიერი ლიდერების, ექსპერტების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების ძალისხმევით, რომლებიც ამ დღეებში კუნძულ ბალიზე არიან შეკრებილნი დაგროვილი პრობლემების განსახილველად, მოიძებნება პასუხები აქტუალურ კითხვებზე და შემოთავაზებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო კრიზისიდან გამოსვლის გზები.
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას.
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025