მოსკოვის საპატრიარქო
რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.10.2022. 25 ოქტომბერს რომში შედგა წმინდა ეგიდიას თემის მიერ ორგანიზებული რელიგათაშორისო ფორუმის დახურვის ცერემონია. ფორუმის თემა იყო „მოწოდება მშვიდობისკენ“.
ფორუმის მუშაობა დაიწყო 23 ოქტომბერს კონგრეს-ცენტრში La Nuvola. 24 ოქტომბერს დღის განმავლობაში ჩატარებულ იქნა რიგი თემატური სექცია, რომლებივ მიეძღვნა რელიგიათაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ ასპექტებს.
ფორუმის დახურვის ცერემონიაში, რომელიც რომის კოლიზეის კედლებთან გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ და სსკგ-ი სამდივნოს თანამშრომელმა ქრისტიანთაშორისო ურთიერთობებში ი.ს. ნიკოლაევმა.
სადღესასწაულო ცერემონიის მსვლელობისას სიტყვით გამოსვლები ჰქონდათ რომის პაპ ფრანცისკეს, წმინდა ეგიდიას თემის მეთაურს მარკო იმპალიაცოს, ღონისძიების რიგ მონაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საღამოს რომის Palazzo delle Esposizioni შედგა მიღება შეხვედრის დასრულებასთან დაკავშირებით. ღონისძიების ველზე ჩატარდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა აღმოსავლეთის ასირიის ეკლესიის წინამძღვართან კათოლიკოს-პატრიარქ მარ ავოი III-სთან.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024