მოსკოვის საპატრიარქო
შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.09.2022. 14 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში შედგა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პაპი ფრანცისკეს შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს იერარქებთან, რომლებიც უწმინდესი პატრიარქის კოროლეს ლოცვა-კურთხევით მონაწილეობას იღებენ მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის მუშაობაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მინსკისა და სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამენი, ასტანისა და ყაზახეთისა მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი კირილე.
შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს მართლმადიდებლურ-კათოლიკური და რელიგიათაშორისო ურთიერთობის რიგი ასპექტები, ვითარება მსოფლიოში და საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024