მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის მონაწილეებს
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისასალმებელი სიტყვა გაუგზავნა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის მონაწილეებს. ყრილობა იმართება ყაზახეთის დედაქალაქში 2022 წლის 14 და 15 სექტემბერს.
მის აღმატებულებას
ყასიმ-ჟომართ ქემელის ძე თოყაევს,
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს
მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის ორგანიზატორებს, მონაწილეეებსა და სტუმრებს
(14-15 сентября 2022 წლის 14-15 სექტემბერი, ნურ-სულთანი, ყაზახეთი)
თქვენო აღმატებულებავ,
ღრმად პატივცემულო ყასიმ-ჟომართ ქემელის ძევ!
რელიგიური თემების პატივცემულო ლიდერებო და წარმომადგენლებო,
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწენო,
ძვირფასო ძმებო და დებო!
გულითადად მივესალმები ყველა თქვენგანს, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ყაზახეთის სტუმართმოყვარე მიწაზე შეკრებილთ.
ამჟამინდელი ფორუმი ეძღვნება პოსტპანდემიის დროში რელიგიური ლიდერების როლს ადამიანთა სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არავინ ეჭვობს, რომ დღეს კაცობრიობა გადის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს. კორონავირუსული ინფექციის პანდემიით წარმოშობილ გამოწვევებს დაემატა სასურსათო, ენერგეტიკული და ეკონომიკური პრობლემები, რაც გამოიწვია მცდელობამ, ეშენებინათ მსოფლიო ზნეობრივი ფასეულობების საყრდენის გარეშე. ამ მცდელობებმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიგვიყვანა არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებში სამართლიანობის ცნების დაკარგვამდე, არამედ, ასევე, სასტიკ დაპირისპირებამდე, საომარ კონფლიქტებამდე, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის გავრცელებამდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანებს უჭირთ ორიენტირება ინფორმაციის ნაკადში, წინააღმდეგობის გაწევა იდეოლოგიური შეგონებებისადმი, ფხიზელი გონებისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება. ჩვენ გავხდით მოწმენი ისტორიული ფაქტების დამახინჯებისა და მასობრივი ცნობიერების არნახული მანიპულაციისა. ამიტომ ხომ არ არის საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ნაკლები სიყვარული, გულმოწყალება, თანაგრძნობა. სულ უფრო ხშირად გვესმის და საჯარო სივრცეში ვკითხულლობთ სიძულვილით სავსე სიტყვებს მთელი ხალხების, კულტურებისა და რელიგებისადმი.
ამა სოფლის ზოგიერთი ძლიერის მიერ არჩეულ დიქტატურის ამ გზას, მეტოქეობას და კონფრონტაციას კაცობრიობა დაღუპვისკენ მიჰყავს. და ამ პირობებში სწორედ რწმენას შეუძლია გამოაფხიზლოს ადამიანები, დააბრუნოს ისინი დიალოგისა და თანამშრომლობის გზაზე, რადგან ტრადიციულ რელიგიებში ურყევად რჩება ადამიანთა ყოფის ფუნდამენტური ზნეობრივი პრინციპები.
ვსარგებლობ შესაძლებლლობით და მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვუხატო ყაზახეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას იმისთვის, რომ მისი მოწვევით რესპუბლიკის დედაქალაქში კვლავ შეძლეს შეკრება მთელი მსოფლიოდან ავტორიტეტულმა რელიგიურმა ლიდერებმა. დიალოგის წარმართვა ახლანდელ ურთულეს გარემოებებში – ეს საკმაოდ ძვირფასი რესურსი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული პრობლემების გადაჭრის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ რელიგიური ლიდერების სამშვიდობო დიალოგი მათ ზეგავლენასთან ერთად ხალხის გონებასა და გულზე, შეძლებს და უნდა შეძლოს, შეეწიოს თანამედროვე გამოწვევების გადალახვას, საერთაშორიოსო ურთიერთობების ჰარმონიზაციას, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარებას.
ყრილობის მონაწილეებს ვუსურვებ შინაარსიან და სასარგებლო ურთიერთობას, ურთიერთგაგებასა და თანხმობას, დაე, ღმერთი იყოს ამ საქმეში ყველა თქვენგანის შემწე.
პატივისცემით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024