მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სტრასბურგში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.09.2022. 4 სექტემბერს, სულთმოფენობიდან მე-12 კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, დასავლეთ ევროპაში საპატრიარქოს ეგზარქოსმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საღმრთო ლიტურგია აღასრულა სტრასბურგში (საფრანგეთი) სტავროპიგიალურ ყოველთა წმიდათა ტაძარში.
მეუფე ანტონის თანამსახურება გაუწიეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა ევროსაბჭოში და ევროკავშირში, ყოველთა წმიდათა სამრევლოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ფილიპემ (რიაბიხი), ტაძრის კლირიკოსებმა და მომლოცველმა სასულიერო პირებმა.
მრჩობლი კვერექსის შემდეგ გაჟღერდა ლოცვა მშვიდობის მალე დამყარებისთვის, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში იკითხება.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჩატარდა პარაკლისი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლის წინაშე იქადაგა. მან ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა ტაძრის წინამძღვარსა და მრევლს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024