მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე Х-ს შეხვდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.09.2022. 1 სექტემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, დასავლეთ ევროპაში საპატრიარქოს ეგზარქოსი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, რომელიც მეთაურობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალურ ასამბლეაზე ქ. კარლსრუეში (გერმანია), დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე Х-ს შეხვდა; ასამბლეაზე, ეს უკანასკნელი, საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.
სსკგ-ის თავმჯდომარემ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ძმური სალამი გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან.
უნეტარესმა პატრიარქმა იოანემ მიტროპოლიტ ანტონის მიულოცა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობა და წარმატებები უსურვა მას მართლმადიდებლური ერთობის დაცვისა და განმტკიცების საქმეში. საუბრის მონაწილეებმა იმსჯელეს ანტიოქიისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, განიხილეს ვითარება მართლმადიდებლურ სამყაროში და საერთო ინტერესების შემცველი სხვა საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე გერმანიისა და ცენტრალური ევროპის მიტროპოლიტი ისააკი (ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია) და მოსკოვის საპატრიარქოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024