მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.08.2022. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 25 აგვისტოს სხდომაზე მოსმენილ იქნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ცნობა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო – ავტოკაფელიის ბოძების შესახებ.
ადრე, 2022 წლის 27 მაისის სხდომაზე (ჟურნალი № 43), სინოდმა ღვთის მადლიერებით მიიღო ცნობა 16 მაისს შემდგარი ერთობის აღდგენის თაობაზე სერბეთის საპატრიარქოსა და მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელიც ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოდ იწოდება. სერბეთის ეკლესიამ ერთობაში ის ავტონომიური ეკლესიის სტატუსით მიიღო, რომელიც მას 1959 ჰქონდა მინიჭებული. ასევე იტყობინებიან, რომ 2022 წლის 15-21 მაისს სერბეთის სამღვდელთმთავრო კრებამ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს შუამდგომლობაზე პასუხად ერთხმად აკურთხა მისი ავტოკეფალურობა.
2022 წლის 5 ივნისს ბელგრადში, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძარში, სერბეთის უწმინდესმა პატრიაქმა პორფირემ და ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ ერთობლივი საღმრთო მსახურება აღასრულეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს მღვდელთმთავრების თანამწირველობით. ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ აღასრულა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრების გადაწყვეტილება – ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარეს მთავარეპისკოპოს სტეფანეს მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის – ოხრიდის სამთავარეპიკოპოსოს ავტოკეფალურობის დამადასტურებელი ტომოსი გადასცა.
შემდგარი მოვლენის შესახებ სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ 2022 წლის 8 აგვისტოს წერილით აცნობა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს, სადაც გამოთქვა სურვილი, „რომ თქვენც ასევე მიიღოთ მოხსენიებული ახლა უკვე სავსებით კანონიკური ეკლესია როგორც ახალგაზრდა და-ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია, რითაც მაგალითი მიეცემათ დანარჩენ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს“.
2022 წლის 13 ივლისს ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ ასევე აუწყა წერილით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღნიშნული „სასიხარულო მოვლენების შესახებ, რომელთა ღირსჰყო ღმერთმა ჩვენი ადგილობრივი ეკლესია“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მადლობა აღუვლინა უფალ ღმერთს იმისთვის, რომ კანონიკურ საფუძვლებზე დაყრდნობით მოხდა ჩრდილოეთ მაკედონიაში მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გადაწყვეტა და 25 აგვისტოს განაჩინა: „აღიარებულ იქნას მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო და-ავტოკეფალურ ეკლესიად და მისი წინამძღვრის, ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარესი მთავარეპისკოპოს სტეფანეს სახელი შეტანილ იქნას წმინდა დიპტიქში“.
ასევე, გამოითქვა „სასოება იმისა, რომ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში ყველაზე ახალგაზრდა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო მტკიცედ დაიმარხავს წმინდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას სიწმინდესა და უბიწოებაში და დაიცავს კანონიკური ტრადიციების ერთგულებას“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება გაეგზავნებათ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს და ოხრიდისა და მაკედონიის მთავარეპისკოპოს სტეფანეს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024