მოსკოვის საპატრიარქო
უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე ბუდაპეშტის მიძინების ტაძარში ექვსი ადგილობრივი ეკლესიის მღვდელთმთავარმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.08.2022. 2022 წლის 19 აგვისტოს, უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, ბუდაპეშტის წმინდა მიძინების საკათედრო ტაძარში საღრთო ლიტურგია აღევლინა, რომელშიც მონაწილობა მიიღო ექვსი ადგილობრივი ეკლესიის მღვდელთმთავარმა. უნგრეთის დედაქალაქში ისინი ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტ ილარიონის სამღვდელო ხარისხში მსახურების 35 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
საღმრთო ლიტურგიას იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენელი ვოსტრის მიტროპოლიტი ტიმოთე უძღვებოდა. მას თანამსახურებდნენ ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის მმართველი რუზის მთავარეპისკოპოსი ტიხონი, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები – ბუდიმის ეპისკოპოსი ლუკიანე და ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი დიულსის ეპისკოპოსი სილუანე, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მთავარი მდივანი მელნიშის ეპისკოპოსი გერასიმე, ჩეხეთის მიწებისა და სლოვანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები – პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარეპისკოპოსი მიხეილი და მიხეილოვო-კოშიცის მთავარეპისკოპოსი გიორგი.
ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო უნგრეთის, გერმანიისა და სერბეთის შვიდმა მღვდელმსახურმა და ხუთმა დიაკვანმა.
გალობდა მიძინების საკათედრო ტაძრის გუნდი ევა გვოლიკის რეგენტობით.
მრჩობლი კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა მშვიდობის აღდგენის ლოცვა წაიკითხა, საღმრთო ლიტურგიის დასასრულს კი ნაყოფთა კურთხევა აღასრულა.
განტევებაზე მიტროპოლიტმა ტიმოთემ თანამწირველ მღვდელთმთავრებს, სამღვდელოებას და მრევლს უფლის ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა, შემდეგ მიტროპოლიტ ილარიონს მიმართა და აღნიშნა მისი გამორჩეული წვლილი მართლმადიდებლური სარწმუნოების გავრცელებისა და განმტკიცების საქმეში. მიტროპოლიტმა ტიმოთემ იუბილარს წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქ თეოფილესგან მილოცვა და კეთისლი სურვილები გადასცა.
მიტროპოლიტ ილარიონს ასევე მიულოცა რუზის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის მორწმუნეთა სახელით.
ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა მოლოცვა გადასცა სერბეთის უწმინდეეს პატრიარქ პორფირესგან, დიულსის ეპისკოპოსმა სილუანემ კი რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელისგან. პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარეპისკოპოსმა მიხეილმა იუბილარს ჩეხეთის მიწებისა და სლოვანეთის უნეტარეს მიტროპოლიტ როსტისლავისგან მილოცვა და და მღვდელმოწამე გორაზდის (I ხარისხის) ორდენი გადასცა.
საპასუხო სიტყვაში მიტროპოლიტმა ილარიონმა მღდელთმთავრებს გულითადი მადლობა გადაუხადა თბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის, და აღნიშნა, რომ მიძინების საკათედრო ტაძრის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ცხრა მღვდელთმთავარს, ექვსი ადგილობრივი მართლმადიდებლი ეკლესიიდან, ერთობლივი ღვთისმსახურება აღესრულებინოთ.
ჯვარზე მთხვევის შემდეგ მღვდელთმთავრებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
სლავურ, უნგრულ და რუმინულ ენებზე ჩატარებული ღვთისმსახურების პირდაპირი ტრანსლიაცია მართლმადიდებლური ინტერნეტ-პორტალის „იესოს“ ვიდეო-არხით გადაიცემოდა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024