მოსკოვის საპატრიარქო
გამოცხადდა სტუდენტთა მიღება მოსკოვის სასულიერო აკადემიის ონლაინ-პროგრამით ინგლისურენოვან კურსებზე
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 09.08.2022. მოსკოვის სასულიერო აკადემიამ გამოაცხადა სტუდენტთა მიღება დისტანციური განათლების ინგლისურენოვან პროგრამაზე.
სწავლება მოიცავს ერთწლიან კურსს (9 თვე) „მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების“ მიმართულების აკადემიური პროგრამის შვიდ ფუნდამენტურ საგანში: წმინდა წერილის ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა, დოგმატური ღვთისმეტყველება, პატროლოგია, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საფუძვლები, ზოგადსაეკლესიო ისტორია და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიის ისტორია. სწავლის დასრულების შემდეგ დადგენილი ფორმის კურსების წარმატებით დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები გაიცემა.
ლექციები გათვლილია მომავალი კლირიკოსებისა და საეკლესიო მუსაკების მოსამზადებლად, რომლებიც მორჩილებას გადიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვარგარეთის სამრევლოებში და უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი საერო განათლება და აუცილებელი სასწავლო უნარები, ასევე უცხოენოვანი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ დაწვრილებით შეისწავლონ მართლმადიდებლური მოძღვრება.
მიღება გაგრძელდება 2022 წლის 30 აგვისტომდე, – იტყობინება მსა-ს პრეს-სამსახური.
უფრო დაწვრილებითი ცნობების მიღება შესაძლებელია კურსის ვებსაიტზე: https://encourse.mpda.ru.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024